Thumbnail

დიდი 10 | ბათუმის მარცხი ხარებთან, ლელოს მძიმე გამარჯვება ვეფხვებთან

  • ბათუმის სენსაციური მარცხი ხარებთან
  • ლელოს მძიმე გამარჯვება ჩემპიონატის დებიუტანტთან
  • აიამ სეზონის მეორე შეხვედრა მოიგო

დიდი 10-ის მეორე ტური სენსაციით დაიწყო. რუსთავის ხარებმა სტუმრად ბათუმში მოახერხა გამარჯვება. მასპინძლები ჩემპიონატის მოგებისთვის იბრძვიან და მათი ეს მარცხი გასაკვირი იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსთაველებმა ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

საბა შუბითიძის ლელო ხარებთან

სტუმრები მესამე წუთზე დათო თაბუკაშვილის ლელოთ დაწინაურდნენ, პირველი ტაიმი ხარების გამარჯვებით 5:0 დასრულდა. ბათუმმა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე საბა შუბითიძის ლელოთი გაათანაბრა - 5:5. მამუკა ნინიძის ჯარიმით კი მასპინძლები პირველად გავიდნენ წინ.

დარჩენილ დროში რუსთავმა კიდევ ორი ლელო დადო და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. 15:8 ხარების სასარგებლოდ.

ლელოები

ბათუმი: შუბითიძე
ხარები: თაბუკაშვილი, გოგიაშვილი, ქვლივიძე

პატარძეულის ვეფხვები უმაღლეს ლიგაში პირველ და ისტორიულ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო. დიდი 10-ის დებიუტანტებმა ლელო სარასენსთან ბოლომდე იბრძოლეს და  დაძაბულ ბრძოლაში, 28:25 დაამარცხდნენ.

მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, ვეფხვები 4 ქულით იგებდნენ შეხვედრას. 78-ე წუთზე თორნიკე ახობაძემ მოახერხა ლელოს დადება, ირაკლი ყიასაშვილმა კი გარდასახვა გაიტანა და ლელოს სეზონის მეორე მატჩის მოაგებინა.

მერაბ კვირიკაშვილი ვეფხვების წინააღმდეგ

ლელოები

ვეფხვები: არველაძე, გიორგაძე, ბროძელი
ლელო სარასენსი: მამუკაშვილი, ჯინჯიხაძე 2, ახობაძე

აიამ ქუთაისში სეზონის მეორე მატჩი მოიგო. არმიასთან დიდი სხვაობით გამარჯვების შემდეგ, ქუთაისელებმა არმაზი მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს. არმაზი 13 წუთით ადრე 7 ქულას იგებდა, რის შემდეგაც ქუთაისელებმა ორი ლელო დადეს და ორივე გარდასახვის გატანა მოახერხეს.

თედო აბჟანდაძემ ოთხივე ლელო გარდასახა და ჯარიმის გატანაც შეძლო. რეზი ჯინჭველაშვილმა არმაზის სამივე ლელო გარდასახა და ორი ჯარიმაც გაიტანა, მაგრამ გუნდს ეს მოსაგებად არ ეყო. აიამ 31:24 იმარჯვა.

ლელოები
აია: წიკალური, ვარდანიძე, რატიაშვილი 2
არმაზი: ჯინჭველაშვილი, ხუროშვილი, სვანიძე

კომენტარები

ბოლო ამბები