- საქართველოს ნაკრები ლოძის გრან პრიზე ასპარეზობს
- საფრანგეთთან და შვედეთთან მარცხს, ინგლისთან გამარჯვება მოყვა
- საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს
საქართველოს 7-კაცა ნაკრები პოლონეთის ქალაქ ლოძში ევროპის გრან პრის დასკვნით, მეოთხე ეტაპზე ასპარეზობს. ქართველმა მორაგბეებმა ტურნირი წარუმატებლად დაიწყეს და ზედიზედ ორ შეხვედრაში დამარცხდნენ.
ტურნირი საქართველოსა და საფრანგეთის მატჩით გაიხსნა - ბორჯღალოსნები 7:5 დამარცხდნენ. მეორე დაპირისპირებაში კი შვედეთთან მოულოდნელად, კიდევ ერთი მარცხი განიცადეს - 19:14.
პირველი ლელო ინგლისელებმა მე-2 წუთზე დადეს. პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, სოსო მათიაშვილმა ბრწყინვალე შეტევა წამოიწყო, რომელიც რამაზ ხარაზიშვილმა ლელოთი დაასრულა. მათიაშვილმა გარდასახვა ზუსტად დაარტყა და საქართველომ პირველი ტაიმი 7:5 მოიგო.
ინგლისმა მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო და ზედიზედ ორი ლელოს დადება შეძლო. მე-11 წუთზე ივანე ხელაიამ მოახერხა ინგლისელთა ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება. ბოლო წუთზე კი ირაკლი სვანიძემ გამარჯვების ლელო დადო და საქართველოს ჯგუფში პირველი გამარჯვება მოუტანა - 19:17.
ორივე ნაკრებმა სამ-სამი ლელო დადო, მაგრამ საქართველომ ერთით მეტი გარდასახვა გაიტანა და მატჩი 2 ქულით მოიგო.
საქართველო 9-12 ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას, სადაც ბორჯღალოსნების მეტოქეები უელსი, პოლონეთი და იტალია იქნებიან.
კომენტარები