Thumbnail

US OPEN | ნოვაკ ჯოკოვიჩი ფინალშია!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფინალი / ჯოკოვიჩი - დელ პოტრო
  • სერბმა იაპონელი ნიშიკორი დაამარცხა...

რაფაელ ნადალის მატჩიდან მალევე, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში იაპონელი კეი ნიშიკორი დაამარცხა და ტურნირის ფინალში მერვედ გავიდა.

ჯოკოვიჩმა ნიუ იორკში ბოლოს ფინალი 2 წლის წინ სტან ვავრინკასთან წააგო, თუმცა მანამდე 2015-ში ფედერერი და 2011-ში რაფაელ ნადალი ჰყავს დამარცხებული.

რაფაელ ნადალი ტურნირს ნახევარფინალში, 2 სეტის შემდეგ მუხლის ტრავმის გამო გამოეთიშა. ჯოკოვიჩმა ტექნიკური, თუმცა ფიზიკურად სუსტი ნიშიკორი ზედიზედ მეთოთხემეტედ დაამარცხა, მას შემდეგ, რაც იაპონელთან 2014 წლის ნახევარფინალში წააგო. 

ბოლოს ნიშიკორი ჯოკოვიჩთან გასული ზაფხულის უიმბლდონზე - მეოთხედფინალში დამარცხდა. თუ ჯოკოვიჩმა ფინალში დელ პოტროს მოუგო, ეს მისთვის მე-14 დიდი სლემის ტურნირი იქნება, რითიც გაუთანაბრდება პიტ სამპრასს - სამით ჩამორჩება რაფაელ ნადალს და ექვსით როჯერ ფედერერს.

კომენტარები

ბოლო ამბები