Thumbnail

US OPEN | რაფაელ ნადალმა მუხლი იტკინა და ტურნირს გამოეთიშა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ესპანელი მატჩის დროს მუხლმა შეაწუხა
  • 'თავიდანვე მივხვდი რაც მჭირდა...' ამბობს ნადალი

ესპანელი რაფაელ ნადალი მიმდინარე ამერიკის ღია პირველობას ნახევარფინალურ მატჩში გამოეთიშა. მიზეზი მუხლის ტრავმაა, რომელიც მას არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან მატჩის დროს გაუმიზეზდა.

"ასე მოგება ნამდვილად არ მინდოდა..." აბობს დელ პოტრო, რომელიც 2 სეტს, 7-6, 6-2 იგებდა. უკმაყოფილოა ესპანელიც "შესანიშნავი 2 წელი მქონდა, მხოლოდ 4-ჯერ დავმარცხდი და აქედან 2 შემთხვევაში იძულებით გავჩერდი"

"მატჩის დასაწყისშივე ვიგრძენი რაღაც..." ამბობს რაფა. "მაგრამ მოცდა ვამჯობინე, მაინტერესებდა რა მოხდებოდა - გამირთულდა და რაღაც მომენტში უნდა მიმეღო გადაწყვეტილება..."

ნადალის ეპიზოდზე ლეგენდარულმა ჯიმი კონორსმაც ისაუბრა "მისი თამაში ფიზიკურად ისეთი ინტენსიურია, რომ ცოტა დასვენება სჭირდება. ორგანიზმი ვეღარ უძლებს..." ამბობს მსოფლიოს ყოფილი N1 ჩოგანი.

კომენტარები

ბოლო ამბები