Thumbnail
  • შოტლანდია 0:4 ბელგია
  • მიში ბაჩუაის დუბლი და ლუკაკუს მეათე გოლი მე-11 მატჩში!
  • 'სქოთებს' სახლში ასეთი, ან უფრო დიდი ანგარიშით 1973 წლის შემდეგ არ წაუგიათ...

შარშან შოტლანდიის ნაკრებიდან გორდონ სტრახანი გაუშავეს, ნაკრებში ეროვნული გუნდის ძველი თავკაცი - ალექს მაკლიში დაბრუნდა, თუმცა ეს გუნდი, მაკლიშის 2007 წლის ნაკრებისგან (რომელსაც საქართველოს ნაკრებმა თბილისში მოუგო) ძალიან განსხვავდება.

მოთამაშეთა საერთო სათამშო დონე, შოტლანდიის ნაკრებში ბოლო წლების მანძილზ საგრძნობლად დაეცა. ბარი ფერგიუსონის და დარენ ფლეჩერის თაობის შემდეგ, გუნდს კადრობრივად ძალიან უჭირს. განსაკუთრებით თავდასხმის ხაზში, სადაც 'სქოთებს' სელტიკის ლი გრიფიტსის გარდა თითქმის არავინ არ ჰყავთ.

მუნდიალზე მესამე ადგილოსანი რობერტო მარტინესი თავის მეორე სამშობლოს ეწვია, ბელგიის ნაკრების ესპანელ მწვრთნელს 2001-02 წლების სეზონი მოზერუელში აქვს გატარებული და მისი მეუღლე - ბეტ ტომპსონიც სწორედ ამ ქალაქიდანაა.

ბელგიამ 28 წუთზე დაიწყო, როდესაც რომელუ ლუკაკუმ ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 11 შეხვედრაში თავისი მეათე გოლი გაიტანა. ლუკაკუს შემდეგ აზარმაც გაიტანა, ხოლო 52' და 60' წუთებზე ვალენსიას მიში ბაჩუაი აფეთქდა და შოტლანდიას დუბლი გაუტანა.

შოტლანდიამ მაკლიშის ხელში ზედიზედ მესამე ამახანაგური მატჩი წააგო, თუმცა რეინჯერსის და ბირმინგემ სიტის ყოფილი მწვრთნელი იმედიანადაა "სწორედ ასეთ გუნდებთან მატჩებში ჩანს ნაკრების მინუსები და ის ასპექტები, რაც დასახვეწი გვაქვს..." თქვა მაკლიშმა.

ბელგიასთან ამახანაგური მატჩის შემდეგ, 'ტარტან არმი' 10 სექტმებერს ერთა ლიგის C დივიზიონის მატჩში ჰემპდენ პარკზე ალბანეთს უმასპინძლებს. მარტინესის გუნდთან წაგება, შოტლანდიის ნაკრების ისტორიაში, საშინაო ასპარეზზე 1973 (0:5 ინგლისთან) წლის შემდეგ ყველაზე დიდი მარცხია.

 ახალი კაპიტანი

ბელგიასთან მატჩამდე, ალექს მაკლიშმა გუნდის ახალი კაპიტანი დაასახელა - ლივერპულის ენდი რობერტსონი, მოთამაშე, რომელიც ნაკრებში დღეს საუკეთესო ფეხბურთელია. 24 წლის მარცხენა მცველი გლაზგოშია გაზრდილი და კარიერაც ადგილობრივ ქუინს პარკში დაიწყო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები