Thumbnail

იტალია წაგებას გადაურჩა, პოლონეთმა ბოლონიიდან ქულა წამოიღო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იტალია 1:1 პოლონეთი
  • ნაპოლის შემტევმა იტალიის ნაკრებს გაუტანა
  • იტალიელებმა პირველი ზუსტი დარტყმა 73-ე წუთზე განახორციელეს
  • მანჩინიმ ერთა ლიგა ქულით დაიწყო

იტალიის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი მატჩი ბოლონიაში ჩაატარა. იტალიელებმა პოლონეთს უმასპინძლეს და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ქულის მოპოვება მოახერხეს.

პოლონელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, მათ რამდენჯერმე მწვავედ შეუტიეს იტალიელთა კარს. ზელინსკის მატჩის დასაწყისშივე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ დონარუმამ მისი ახლო მანძილიდან დარტყმული მოიგერია. სკუადრა აძურამ რამდენიმე მომენტი შექმან, ყველაზე ახლოს გოლის გატანასთან ბერნარდერსკი იყო, რომელმაც ფაბიანსკის კარს მცირე მანძილით ააცილა. სტუმრებმა ანგარიში მე-40 წუთზე გახსნეს, ლევანდოვსკის ჩაწოდების შემდეგ ნაპოლის შემტევმა, პიოტრ ზელინსკიმ მოახერხა დონარუმას კარში გოლის გატანა.

იტალიას მეორე ტაიმის 73-ე წუთამდე კარში ზუსტი დარტყმა არ ჰქონდა. ხუთ წუთში კიეზას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ჟორჟინიომ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა და იტალიამ ქულა გადაარჩინა.

▶მარიო ბალოტელიმ პირველი სანაკრებო გოლი პოლონეთს გაუტანა.

▶ლეონარდო ბონუჩიმ 81-ე მატჩი ჩაატარა ეროვნული ნაკრების მაისურით. ბონუჩი ჩატარებული მატჩების მიხედვით მე-11 ადგილს იკავებს.

▶მარიო ბალოტელი პირველ ტაიმში ბურთს ათჯერ შეეხო, რაც ყველაზე ცუდი შედეგი იყო იტალიელთა რიგებში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები