Thumbnail

U21 | უგოლო ფრე ლიეტუვასთან, მეხუთე წაუგებელი მატჩი საკვალიფიკაციო ეტაპზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლიეტუვა 0:0 საქართველო
  • 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის მინიმალური შანსი დარჩა

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩი გამართა. ქართველი ფეხბურთელები ლიეტუვას ნაკრებს ესტუმრნენ, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ნაკრებებმა პირველ ტაიმში კარში დარტყმა ვერ მოახერხეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო უპირატესობას ფლობდა და მეტოქეზე ორჯერ მეტი შეტევა განახორციელა.

საქართველოს ლუკა ზარანდიამ უკაპიტნა

საქართველომ მეორე ტაიმში რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა. გიორგი კოხრეიძის დარტყმა მცირე მანძილით ასცდა ლიეტუველთა კარს. კარგი რეიდი შემოგვთავაზა ლუკა ზარანდიამ, თუმცა მასპინძლებმა ის ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს. კარში ზუსტი დარტყმა არც მეორე ტაიმში არ ყოფილა.

გია ცეცაძის ნაკრებს ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ზედიზედ სამი მატჩის წაგების შემდეგ, ქართველებმა 9 ქულის დაგროვება მოახერხეს და ჯგუფში მე-4 ადგილს იკავებენ.

საქართველო მომდევნო მატჩს ფინეთის წინააღმდეგ, 12 ოქტომბერს გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები