Thumbnail

აკი ბაშო | 'როგორმე უნდა მოვიგო' - ტოჩინოშინი დიდი გამოცდის წინ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • აკი ბაშო. 9-23 სექტემბერი
  • ტოჩინოშინის მთავარი ამოცანა - 8 მოგება ბაშოზე
ტოჩინოშინს მებრძოლი სულის გამოვლენა მოუწევს

9-23 სექტემბერს სუმოს მექა "კოკუგიკანში" წლის მე-5 სუპერტურნირი აკი (შემოდგომის) ბაშო გაიმართება. ამ ბაშოზე ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) კარიერაში მეორედ იასპარეზებს ოძეკის (ჩემპიონი) რანგში. იმისთვის, რომ მან ტიტული არ დაკარგოს, 15 ორთაბრძოლიდან 8 უნდა მოიგოს ანუ ბაშო დადებითი ბალანსით უნდა დაასრულოს. 

ეს აუცილებლობა იმით არის განპიროვებული, რომ ტოჩინოშინმა ოძეკის რანგში პირველი ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა - 5-10. ლევანმა მხოლოდ 1 ორთაბრძოლა წააგო, მაგრამ მაშინ მძიმე ტრავმა მიიღო და დარჩენილ 9-ში უბრალოდ წაგება ჩაეთვალა. ზედიზედ ორი უარყოფითი ბალანსის შემთხვევაში კი რიკიში ოძეკის ტიტულს კარგავს.

მდგომარეობა არ არის სახარბიელო, რადგან ტოჩინოშინმა მხოლოდ აგვისტოს შუიდან განაახლა ვარჯიშები. მას ეიმედებოდა, რომ ნელნელა შევიდოდა ფორმაში, მაგრამ ფაქტია, ასე არ მოხდა - ბოლო სავარჯიშო დღესაც 6 საჩვენებელი ორთაბრძოლა მოიგო, 7 კი დათმო. ტრავმა მას ბოლომდე ვარჯიშის საშუალებასაც არ აძლევს. 

დიდ ჩემპიონებთან ერთად

ტოჩინოშინი: "თავადაც ხედავთ, რომ თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. პირველ ნაბიჯს მეორე დროულად ვერ მოყვება. დიახ, ცოტა არ იყოს შეშფოთებული ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორმე უნდა გავიდე და მოვიგო".

კალენდარი ცნობილია

ტოჩინოშინი ვარჯიშზე

სუმოს ასოციაციამ პირველი ორი დღის განრიგი უკვე გამოაქვეყნა. ტოჩინოშინის პირველი მეტოქე დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ჩიოტაირიუ იქნება. მე-2 მაეგაშირაა (ოღონდ, აღმოსავლეთის) ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე - იუტაკაიამა. ისე მოხდა, რომ აკი ბაშოზე ტრავმირებული არავინაა - მაკუუჩიში და ჯურიოში 70-ვე სუმოისტი დადგება დოჰიოზე. ჩიოტაირიუსთან ურთიერთშეხვედრებში ტოჩინოშინი 4:2-ს იგებს, ხოლო იუტაკაიამასთან - 1:0-ს. 

თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) ჯურიოს დივიზიონის მე-12 ნომერია. პირველ დღეს მისი მეტოქე მე-12 ნომერი ჰაკუიოძანია, რომელიც მაკუშიტას დივიზიონიდან დაბრუნდა ჯურიოში. 

ბაშოსთვის გაგამარუც ემზადება

I დღე

მთავარი ორთაბრძოლები

კაკურიუ V ტაკაკეიშო

ჰაკუჰო V ტამავაში

კისენოსატო V იკიოი

გოეიდო V კაისეი

ტაკაიასუ V იუტაკაიამა

ტოჩინოშინი V ჩიოტაირიუ

მიტაკეუმი V შოდაი

იჩინოჯო V ენდო

II დღე

მთავარი ორთაბრძოლები

ჰაკუჰო V იკიოი

კისენოსატო V ტაკაკეიშო

კაკურიუ V კაისეი

ტაკაიასუ V იჩინოჯო

ტოჩინოშინი V იუტაიკაიამა

გოეიდო V ტამავაში

მიტაკეუმი V ჩიოტაირიუ

კომენტარები

ბოლო ამბები