Thumbnail
  • whoscored.com-ის შეფასებები ყაზახეთი-საქართველოს მატჩზე
  • გურამ კაშიას საუკეთესო შეფასება აქვს - 8.2

ანალიტიკურმა საფეხბურთო საიტმა whoscored.com-მა ერთა ლიგაზე ყაზახეთი-საქართველოს ნაკრების დეატულური სტატისტიკა და ფეხბურთელების შეფასებები გამოაქვეყნა.

10-ბალიანი სისტემით ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ მიიღო - 8.2 ბალი. 7.8 ქულა მიიღო მარცხენა მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ, რომელმაც ერთხელ "მაკრატელა" დარტყმით საკუთარი კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.

7.7-7.7 ბალი აქვთ პირველი გოლის ავტორ გიორგი ჩაკვეტაძესა და ყაზახთა მარცხენა მცველ დმიტრი შომკოს. მეხუთე ადგილზეა საბა კვერკველია 7.6 ბალით. 

გაგაცნობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებებს:

ლორია (7.3) - კაკაბაძე (7.1), კვერკველია (7.6), კაშია (8.2), ნავალოვსკი (7.8) - კანკავა (7.5), კვეკვესკირი (7.1) - მერებაშვილი (6.6), ყაზაიშვილი (7.2), ჩაკვეტაძე (7.7) - ქვილითაია (6.5)

შეცვლაზე: ხოჭოლავა (6.1), გვილია (6.4), ოქრიაშვილი (6.2)

კაშია - 8.2

საუკეთესოდ აღიარებულმა კაშიამ პასები 82%-იანი სიზუსტით აკეთა. მან მოიგო 6 საჰაერო დუელი, ორი ორთაბრძოლა, 3-ჯერ გააუვნებელყო სახიფათო ვითარება ნაკრების კართან. სხვათა შორის, პირველი საგოლე კომბინაციაც კაშიამ მოედნის ცენტრში წარმატებული ვარდნით დაიწყო. ის პოზიციურად ერთხელაც არ შემცდარა.

ნავალოვსკი - 7.8

31-ე წუთზე გიორგი ნავალოვსკიმ კარის ხაზზე გადაარჩინა გუნდი. მან 2-ჯერ დაარტყა კარისკენ. პასების სიზუსტე (67%). ნავალოვსკიმ 1 საჰაერო დუელი მოიგო, მოიგო 1 ორთაბრძოლა. ჯამში მან კარს 3 აშკარა საფრთხე აარიდა. 

ჩაკვეტაძე - 7.7

პასის სიზუსტე - 69%. 2-ჯერ წარმატებული დრიბლინგი მიითვალა, 2 ორთაბრძოლა და 4 კუთხური მოიგო. 2-ჯერ დაკარგა პოზიცია. გაიტანა 1 გოლი.

საინტერესო ფაქტები

► ბურთის ფლობის პროცენტი ყაზახეთს უკეთესი ჰქონდა 61%-39%.

► პასის სიზუსტითაც ყაზახეთის ნაკრებმა უკეთ ითამაშა - 81%-70%

► კარისკენ დარტყმებშიც მასპინძლებმა იყოჩაღეს - 14:10.

► თუმცა ზუსტი დარტყმებით თანაფარდობაა - 5:5.

► საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მეტი ორთაბრძოლა მოიგეს - 16:12.

► საჰაერო დუელებში თითქმის თანაფარდობაა 51%-49%.

► საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა დრიბლინგი წარმატებულად 5-ჯერ განახორციელეს, მეტოქის ფეხბურთელებმა - 4-ჯერ. 

► ნაკრები მარცხენა ფლანგით უფრო მეტს უტევდა (43%), ვიდრე მარცხენათი (36%). ცენტრი ყველაზე ინერტული იყო (21%). 

გამოკითხვა

რამდენ გოლს გაიტანს საქართველო ლატვიასთან?

  • ერთი
  • ორი
  • სამი
  • ოთხი
  • ვერ გაიტანს

კომენტარები

ბოლო ამბები