Thumbnail

პრემიერლიგაში საუკეთესოები დაასახელეს - მწვრთნელი, გოლი და მოთამაშე

  • აგვისტოს საუკეთესო მოთამაშე - ლუკას მოურა
  • აგვისტოს საუკეთესო მწვრთნელი - ხავი გრასია
  • აგვისტოს საუკეთესო გოლი - მიქაელ სერი

პრემიერლიგამ აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშე, მწვრთნელი და გოლი დაასახელა. საუკეთესო მოთამაშის ტიტული ლუკას მოურას ერგო, რომელმაც 4 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. ლუკასი ტოტენჰემის 22-ე მოთამაშეა, რომელმაც თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო.

აქამდე პრემიერლიგის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მოგება სამმა ბრაზილიელმა შეძლო: ედუ (არსენალი), ჟუნინიო (მიდლბრო), დავიდ ლუიზი (ჩელსი). 

ბრაზილიელმა მანჩესტერ იუნაიტედთან მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ერთი გოლიც ფულემს გაუტანა. ტოტენჰემს 4 ტურში 9 ქულა აქვს და მე-5 ადგილს იკავებს.
 

ლუკას მოურა: ძალიან რთულია იმის ახსნა, რასაც ახლა ვგრძნობ. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგანაც ვიცი, რომ ამ პრიზის მოგება მარტივი არ არის.

აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელი ხავი გრასიაა. ესპანელის გაწვრთნილი უოტფორდი 4 ტურის შემდეგ ლივერპულთან და ჩელსისთან ერთად ლიდერობს პრემიერლიგას. გრასიას გუნდმა პრემიერლიგის სტარტზე ოთხივე მატჩი მოიგო: ტოტენჰემი, კრისტალ პალასი, ბარნლი და ბრაიტონი.

საუკეთესო გოლის ავტორი ფულემის ფეხბურთელი, მიქაელ სერი გახდა. სერიმ ბარნლის გაუტანა, ფულემმა კი მეტოქეს 4:2 მოუგო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები