Thumbnail

US OPEN | ფედერერმა ტურნირის ორგანიზატორები უნებურად დააზარალა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სავარაუდო 262-ის ნაცვლად მეოთხედფინალის ბილეთი 61 დოლარი ღირდა

ამერიკის ღია პირველობის ვაჟთა ტურნირის მე-4 წრეში შვეიცარიელი როჯერ ფედერერის სენსაციურმა მარცხმა ტურნირის ორგანიზატორების ფინანსურ გათვლებზე მტკივნეული გავლენა მოახდინა. US Open-ის ჩამტარებლები იძულებულები აღმოჩნდნენ, დარჩენილ მატჩებზე დასასწრები ბილეთების ფასები მნიშვნელოვნად დაეწიათ, რამაც მოსალოდნელზე ბევრად მცირე შემოსავალს დააჯერა.

მაგალითად, ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ჯონი მილმანის მეოთხედფინალური შეხვედრის ბილეთის შესაძენად რიგით მაყურებელს სულ რაღაც 61 დოლარის გადახდა მოუწია, მაშინ როცა იგივე სტადიის მატჩზე, რომელშიც ჯოკოვიჩისა და ფედერერის დაპირისპირება იყო მოსალოდნელი, ბილეთების ღირებულება 262 დოლარს აღწევდა. როჯერის მოსაკლისებამ ორგანიზატორებს ტრიბუნების ვერშევსების შიში გაუჩინა და  მათ გადაწყვიტეს, ბილეთები 75%-ით გაეიაფებინათ - ტურნირის იმიჯის შელახვას შემოსავლის დაკარგვა ამჯობინეს.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • რაფაელ ნადალი
  • ხუან მარტინ დელ პოტრო

შეხსენებისთვის: გვიან ღამით ვაჟთა ტურნირის ნახევარფინალია. კორტზე პირველები რაფაელ ნადალი და ხუან მარტინ დელ პოტრო გავლენ, შემდეგ კი ერთმანეთს კეი ნიშიკორი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან.

დიდი სენსაცია! როჯერ ფედერერი 55-ე ჩოგანთან დამარცხდა

კომენტარები

ბოლო ამბები