Thumbnail
  • ირაკლი და დავით ბერიშვილები თავს დამნაშავედ სცნობენ.
  • გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით დაკავებულ 5 პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

კალათბურთში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი ოციციალურად წაუყენეს. ბრალდებულთაგან 3 დანაშაულს არ აღიარებს, 2 კი თავს დამნაშავედ სცნობს. (იხილეთ: სკანდალი ქართულ კალათბურთში).

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კალათბურთის მსაჯები ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ სოხუმის მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო იმსჯელებს, ადვოკატები კი სასამართლოს ბრალდებულებისთვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავენ.

საქმეში მოცულობითი აუდიო-ვიდეო მასალაა

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა ბრალდებულების, ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატმა იასონ ბესელიამ - მისი თქმით, საქმეში მოცულობითი აუდიო-ვიდეო მასალაა, ჩანაწერების შინაარსი კი სწორედ საკალათბურთო მატჩების შედეგების წინასწარ დაგეგმვას ეხება. ადვოკატმა დასძინა, რომ ბერიშვილები წარდგენილ ბრალში თავს სრულად სცნობენ დამნაშავედ.

პაატა გურასპაული: მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან

კომენტარები

ბოლო ამბები