Thumbnail
  • ხვალ / ინგლისი V ესპანეთი / 22:45
  • ჰემილტონს ყოფილი მცველი, დღეს ესპანურ ფეხბურთს უდგას სათავეში
  • რუბიალესმა ლოპეტეგი მოხსნა, ენრიკე დანიშნა და ლა ლიგის ამბიციებს ებრძვის

ხვალ, ლუის ენრიკეს ესპანეთის ნაკრები, ინგლისს ლონდონში, ერთა ლიგის A დივიზიონის მატჩში დაუპირისპირდება, უემბლის VIP სივრცეში კი გამოჩნდება კაცი, რომელიც მაისიდან ესპანურ ფეხბურთს ხელმძღვანელობს და უკვე ბევრის შეცვლა მოასწრო - ლუის რუბიალესი.

რუბიალესმა მოსვლისთანავე ხულიენ ლოპეტეგის კონტრაქტი გაახანგრძლივა, ხოლო შემდეგ მუნდიალის დაწყებამდე 2 დღით ადრე პოსტიდან მოხსნა - მიზეზი მადრიდის რეალთან ფარული მოლაპარაკებები იყო.

ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, კარიერა შოტლანდიაში, ჰემილტონ აკადემიკაში დაასრულა. რუბიალესი ფეხბურთიდან გლაზგოში, რეინჯერსთან წაგებული მატჩის შემდეგ წავიდა: "აიბროქსი" ძველი სტადიონია, მატჩის შემდეგ საპრესკონფერენციოში შემიყვანეს, სადაც ძველი, რაღაცნაირი ხის სურნელი ვიგრძენი, თითქოს სხვა საუკუნიდან, გადაწყვეტილება იქვე მივიღე და კარიერა დავასრულე..."

"მატჩის შემდეგ ვიღაცამ ტრიბუნიდან დამიყვირა - 'ნაბიჭვარო, რა ანგირიშია?' ისეთი დაღილი ვიყავი, ჩემთვისაც ვერ გავიხსენე... ამის მერე მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი."

"ფეხბურთი მიყვარს და როდესაც ვინმე ან რამე გიყვარს, მის მინუსებზე თავალს ხუჭავ, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის."

32 წლის მოთამაშე, ჰემილტონის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და საფეხბურთო საქმიანობაში ჩაერთო. პირველი, რაც გააკეთა, უხელფასოდ დარჩენილ ლევანტეს ფეხბურთელებს დაეხმარა, შემდეგ სხვა უამრავ მოთამაშეს მთელი ქვეყნის მასშტაბით...

შოტლანდია რუბიალესს ძალიან დაეხმარა. "იქ სტადიონებზე, ფეხბურთის პირვანდელი ატმოსფეროა შემორჩენილი," - ამბობს ესპანელი, რომელიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მალევე, ესპანელი ფეხბურთელების პროფესიული კავშირის პრეზიდენტი გახდა.

2018 წელს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები მოიგო, სადაც თითქმის 30-წლიანი ანხელ მარია ვილარის (რომელიც კორუფციის გამო დააკავეს - თუმცა ვილარი ბრალდებებს უარყოფს) მმართველობა შეცვალა.

რუბიალესი ჰემილტონში

რუბიალესი პოსტზე ერთი თვის დანიშნულიც არ იყო, როდესაც მას აცნობეს, რომ ხულიენ ლოპეტეგი მადრიდის რეალში მიდიოდა - ხუთი წუთით ადრე, სამან რეალი ამ სიახლეს გამოაქვეყნებდა და 2 დღით ადრე, რუსეთის მუნდიალის დაწყებამდე, მომდევნო დღეს, მან ლოპეტეგი პოსტიდან მოხსნა!

"ახლა ლუის ენრიკეს ერაში ვართ და ლოპეტეგის ამბავს აღარ დავუბრუნდებით..." - ამბობს რუბიალესი. ენრიკეს ერა კი ხვალ, უემბლიზე იწყება, სადაც მინდორზე რუბიალესი მარჯვენა ფეხით შეაბიჯებს - როგორც ამას ფეხბურთელობის დროს აკეთებდა.

"ფეხბურთმა ბევრი ზიანი ნახა ბოლო წლებში (ფიფას და ადგილობრივი ასოციაციის სკანდალები)..." - ამბობს ის. "არავინ არ თქვას, რომ ბრალი არ მიუძღვის, ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ახალი წესების შემოღება, ახალი სახის კონტროლი, აუდიტი, კომისიები და რეგულაციები - გამჭვირვალობა - აი, ეს არის მთავარი!"

"ფეხბურთი მიყვარს და როდესაც ვინმე ან რამე გიყვარს, მის მინუსებზე თავალს ხუჭავ, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ფეხბურთი, პირველ რიგშო ჯანსაღი ცხოვრების წესია, მერე სხვა დანარჩენი..."

"ხავიერ ტებასი (ლა ლიგის პრეზიდენტი) ამ თემაზე ყველას დაელაპარაკა იმ ხალხის გარდა, ვისაც უნდა დალაპარაკებოდა."

რუბიალესი ლა ლიგის მატჩის მაიამიში გადატანის წინააღმდეგია და ამბობს, რომ ლიგამ ჯერ უნდა იკითხოს ამის შესახებ. "ხავიერ ტებასი (ლა ლიგის პრეზიდენტი) ამ თემაზე ყველას დაელაპარაკა იმ ხალხის გარდა, ვისაც უნდა დალაპარაკებოდა." 

"ჩვენი ჩემპიონატის მატჩის სხვა ქვეყანაში გადატანა, ეს იმ ქვეყნის ფეხბურთში შეჭრას ნიშნავს, რასაც ჩვენც ვეწინააღმდეგებით და ფიფაც. მაგრმ ტებასს ამაზე არ უფიქრია, მის პიროვნებას სრულიად შეეფერება ასეთი საქციელი - ასეთი სახით სხვისი უპატივცემულობა."

"ტებასმა 15 წლიანი კონტრაქტი გააფორმა კერძო კომპანიასთან, მაგრამ ლიგის მატჩის წაღებას ჩვენი თანხმობა უნდა, შესაბამისად ხელი არაფერს მოაწერა და ვნახოთ, მომავალში რა იქნება." - ამბობს რუბიალესი.

კომენტარები

ბოლო ამბები