Thumbnail

'სან ხოსეს ბიჭებმა ისტორია დაწერეს' - MLS-ის კლუბი საქართველოს ნაკრებზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სან ხოსეს საიტი საქართველოს ნაკრების გამარჯვებას გამოეხმაურა
  • ვაკოს თითქმის გოლი, კაშიას 90 წუთი

საქართველოს ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე სასტარტო გამარჯვება მოიპოვა, სტუმრად ყაზახეთის ნაკრები დაამარცხა - 2:0. ერთ-ერთი პირველი ამ მატჩს MLS-ის კლუბი "სან ხოსე ერზკვეიკსი" გამოეხმაურა, სადაც ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია თამაშობენ. 

"ხუთშაბათს ისტორია დაიწერა - ერთა ლიგის ისტორიაში პირველ მატჩში სან ხოსეს ბიჭების, ვაკოსა და გურამ კაშიას საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად დაამარცხა ყაზახეთის ნაკრები 2:0.

კაშიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო ვაკომ, რომელიც 84-ე წუთზე გამოცვალეს, წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა, მის დარტყმულს მოყვა ყაზახი მალის ავტოგოლი. ეს მეტოქის საჯარიმოში, 74-ე წუთზე მოხდა. საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 9 სექტემბერს გამართავს, ლატვიას უმასპინძლებს", - წერს სან ხოსეს ოფიციალური საიტი.

აღსანიშნავია, რომ ეს სტატია სან ხოსეს საიტზე კალიფორნიის დროით, დილის 9 საათისთვის დაიდო. 

Vako, Guram Kashia make history with Georgia! 🇬🇪

Posted by San Jose Earthquakes on ხუთშაბათი, 06 სექტემბერი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები