Thumbnail

ტოჩინოშინი და I LOVE GEORGIA - ბაშოს დაწყებამდე ბევრი არ რჩება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • შემოდგომის ბაშო 9 სექტემბერს იწყება
  • ტოჩინოშინი დოჰიოს მიღმაც ყურადღების ცენტრშია

9 სექტემბერს ტოკიოში შემოდგომის ბაშო იწყება, რომელიც ერთ-ერთი გადამწყვეტია ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) კარიერაში - 30 წლის ქართველ სუმოისტს ოძეკის ტიტული აქვს დასაცავი - 15 ორთაბრძოლიდან 8 მაინც უნდა მოიგოს, თორემ იერარქიაში მეორე წოდებას ჩამოართმევენ.

ტრავმის მოშუშების შემდეგ ტოჩინოშინი ინტენსიურად ემზადება ბაშოსთვის, თუმცა ქართველი ოძეკი დოჰიოს მიღმაც იაპონური ცხოვრების ეპიცენტრშია.

ახლახან მის საპატივცემულოდ გამართულ წვეულებას Tokyo Dome Hotel-ში 1 300 სტუმარი დაესწრო. ლევანს ხშირად იღებენ სარეკლამო კამპანიებში. ერთ-ერთი ასეთი აქცია კოკა კოლას იაპონურმა კორპორაციამ გამართა, რომელმაც ახალი პროდუქტი, ქილის ყავა I LOVE GEORGIA წარადგინა. რა თქმა უნდა, წარდგენის მთავარი მოქმედი გმირი ლევან გორგაძე იყო. 

ტოჩინოშინი (I LOVE GEORGIA)

ტოჩინოშინი (I LOVE GEORGIA)

ტოჩინოშინი (I LOVE GEORGIA)

ტოჩინოშინი (I LOVE GEORGIA)

ტოჩინოშინი (I LOVE GEORGIA)

ტოჩინოშინი (I LOVE GEORGIA)

კომენტარები

ბოლო ამბები