Thumbnail

20-20 მილიონი დოლარი უაილდერსა და ფიურის

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • შესაძლოა, მოკრივეებმა ჟურნალ “რინგის” სარტყელისთვისაც იბრძოლონ
  • უაილდერი და ფიური პროფესიულ რინგზე ჯერ არ დამარცხებულან

როგორც ცნობილია, 1 დეკემბერს ლას ვეგასში დიდი ამბებია დაგეგმილი: სუპერმძიმე წინაში WBC-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონი დეონტეი უაილდერი მსოფლიოს ექსჩემპიონ ტაისონ ფიურის ეჩხუბება. საინტერესო დეტალი: 32 წლის უაილდერმა პროფესიულ რინგზე გამართული 40-ვე ბრძოლა მოიგო, მათ შორის 39 (!) - ნოკაუტით, თუმცა 30 წლის ფიურიც არასდროს დამარცხებულა - 27-ვე (19 ნოკაუტით) ჩხუბში იმარჯვა.

ფიური V უაილდერი - დეკემბერში ლას ვეგასი დიდ ბრძოლას უმასპინძლებს!

დღეს კი ამ სუპერჩხუბის საპრიზო ფონდის ოდენობაც  გამოცხადდა. ოფიციალური ინფორმაცია მომავალ კვირაში გამოცხადდება, მაგრამ უკვე გავრცელდა ცნობა, რომ მოკრივეები 20-20 მილიონ დოლარს მიიღებენ. ამ ინფორმაციას ირიბად ადასტურებს ბრიტანელი მოკრივე. ფიურიმ თქვა, რომ ეს იქნება მის კარიერაში უმსხვილესი ჰონორარი.

შესაძლოა, უაილდერმა და ფიურიმ ჟურნალ “რინგის” საჩემპიონო სარტყელისთვისაც იბრძოლონ, ეს ჯერჯერობით უცნობია და მომავალ კვირაში გაცხადდება. სხვათა შორის, ეს სარტყელი 2015 წელს სწორედ ფიურიმ დაისაკუთრა, მაგრამ მას მერე ინგლისელის უქმობა დასაშვებზე მეტხანს გაგრძელდა და ახლა ეს საპატიო ჯილდო ვაკანტურია.

კომენტარები

ბოლო ამბები