Thumbnail

ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ნაკრები ყაზახეთში წითელი ფორმით ითამაშებს
  • პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე

თბილისის დროით 18:00 საათზე, ასტანა არენაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი დაიწყება, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ყაზახეთს დაუპირისპირდება. ვლადიმირ ვაისის გუნდი ერთა ლიგის პირველ მატჩს სწორედ ყაზახეთში გამართავს, მიზანი კი ჯგუფის მოგება და დივიზიონის პლეი ოფში გასვლაა. ამ გზაზე, ასტანაში სასურველი შედეგის მიღწევა აუცილებელია.

ცნობილია ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობა:

ყაზახეთი: ერიჩი, მალი, პოსტნიკოვი, კუატი, მუჟიკოვი, ისლამხანი, ჟუკოვი, შეტკინი, მურტაზაევი, შომკო, ბეისებეკოვი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე, მერებაშვილი, ქვილითაია

გამოკითხვა

რამდენ გოლს გაიტანს საქართველოს ნაკრები?

  • ერთი
  • ორი
  • სამი
  • ოთხი
  • ვერ გაიტანს

საქართველოს ნაკრები მზადაა ახალი ციკლის დასაწყებად. ვაისის გუნდი პირველ შეხვედრას ახალი, წითელი ფერის ფორმით ჩაატარებს. როგორც სფფ-მ გვამცნო, ნაკრების საშინაო ფორმა თეთრი ფერის იქნება და შესაბამისად, თეთრი ამუნიციით საქართველოს ეროვნული გუნდი უკვე 9 სექტემბერს, თბილისში, ლატვიასთან ითამაშებს. თუმცა, ჯერ ყაზახეთთან მატჩია...

უეფას ერთა ლიგაზე ამ ბურთით ითამაშებენ

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

კომენტარები

ბოლო ამბები