- ლეგენდარულ პორტუგალიურ კლუბს ყველა ტურნირიდან დისკვალიფიკაცია ემუქრება
- სასამართლო დავა შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის გენერალურმა პროკურატურამ საფეხბურთო კლუბი ბენფიკა კორუფციაში დაადანაშაულა, კერძოდ - კანონის 30 დარღვევაში. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ლეგენდარულ პორტუგალიურ კლუბს ყველა ტურნირიდან დისკვალიფიკაცია ემუქრება. თუმცა, საქმე იმდენად მოცულობითი და კომპლექსურია, რომ გამოძიება და სასამართლო დავა შეიძლება რამდენიმე წელიწადზე გაიწელოს.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა განაცხადა, რომ პროკურატურის მხრიდან ბრალდებისთვის ოფიციალური ხასიათის მიცემისთანავე შიდა მოკვლევა წამოიწყო.
ბენფიკას პრეზიდენტმა ლუიშ ფილიპე ვიეირამ თავი იმართლა: “ბრალის წაყენება ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს რეალობაზე - კლუბი აბსოლუტურად დარწმუნებულია საკუთარ უდანაშაულობაში. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც კანონის ჩამოთვლილ დარღვევებთან ბენფიკას რამენაირ კავშირს ადასტურებდეს”.
ბრალდებები ეხება ბოლო ორ სეზონს.
კომენტარები