Thumbnail

22 წელი ჩოგბურთში - ფრანჩესკა სკიავონემ კარიერა დაასრულა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფრანჩესკა სკიავონემ აქტიური სპორტული კარიერა დაასრულა
  • იტალიელმა ჩოგბურთი 22 წელი ითამაშა
  • ყველაზე დიდი მიღწევა მას 2010 წელს, პარიზში ჰქონდა

საფრანგეთის ღია პირველობის ყოფილმა გამარჯვებულმა ფრანჩესკა სკიავონემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისი კარიერა დასრულებულია.

“იტალიაში ასე ვამბობთ ხოლმე: ‘წვეულება მორჩა!’ ჩოგბურთი 22 წელი ვითამაშე, ახლა კი ახალი ოცნებები მაქვს,” - განაცხადა 38 წლის სკიავონემ ემოციურ პრესკონფერენციაზე.

იტალიელის ყველაზე დიდი მიღწევა 2010 წლით თარიღდება, როცა მან საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო. გარდა ამისა, სკიავონეს WTA-ს 7 ტიტული აქვს მოგებული. ფრანჩესკა ყველაზე კარგად თიხნარზე თამაშობდა, უკანასკნელი ტურნირი კი 2017 წლის აპრილში მოიგო (კოლუმბიაში). 22-წლიან კარიერაში სკიავონემ დაახლოებით 10 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

გამოკითხვა

ვინ გავა ფინალში?

  • რაფაელ ნადალი
  • ხუან მარტინ დელ პოტრო

კომენტარები

ბოლო ამბები