Thumbnail
  • 6 სექტემბერი: ყაზახეთი v საქართველო (18:00 საათი)
  • საქართველოს ნაკრები ასტანაშია და მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ასტანაშია და ერთა ლიგის პირველი მატჩისთვის ემზადება. 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე ვლადიმირ ვაისის გუნდი ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა...

გვახარებს თქვენი ხილვა ასტანაში. რა ემოციებს იწვევს ყაზახეთში დაბრუნება?

ვაისი: მადლობელი ვარ, რომ 3 წელი შესანიშნავ კლუბ ქაირათში ვიმუშავე. ამჯერად, ჩამოვედი როგორც მოწინააღმდეგე, რათა დავუპირისპირდე ყაზახეთის ნაკრებს, რომელსაც სტანიმირ სტოილოვი უდგას სათავეში, მწვრთნელი, რომელმაც ყაზახეთში ყველაფერი მოიგო. სტოილოვის მიზანია, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნას. ვინც უფრო მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს, მეტად მოინდომებს და ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, ის გუნდი მოიგებს. მე და სტანიმირი მეგობრები ვართ, თუმცა ხვალ მეტოქეები ვიქნებით.

გამოკითხვა

რამდენ გოლს გაიტანს საქართველოს ნაკრები?

  • ერთი
  • ორი
  • სამი
  • ოთხი
  • ვერ გაიტანს

საქართველოს ნაკრები ასტანაში იმ სასტუმროში დაბინავდა, სადაც ტრადიციულად ქაირათი ჩერდებოდა. ეს ნოსტალგიაა?

ვაისი: ამ სასტუმროში შესანიშნავი მზარეული მუშაობს, ძალიან კარგი პერსონალია და არჩევანიც ამიტომ შევაჩერეთ. თუმცა, ჩემთვის მთავარი არა სასტუმრო, არამედ ხვალინდელი თამაშია.

რას ფიქრობთ ასტანის სტადიონის მინდვრის საფარზე?

ვაისი: საფარი უმაღლესი ხარისხისაა და გუნდებს ექნებათ საშუალება, რომ მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენონ. ყაზახეთის ნაკრებს თავისი სტილი აქვს, საქართველოს თავისი და ვნახოთ, ვისი აჯობებს. ჯგუფში თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს, ჩვენ კი გამარჯვებისთვის ვითამაშებთ.

სტოილოვის თქმით, საქართველოს ნაკრები ჯგუფის ფავორიტია. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ვაისი: სტოილოვი ჭკვიანი მწვრთნელია. მე არ ვიტყვი, რომ ყაზახეთი ფავორიტია, შანსები კი თანაბრად უნდა შევაფასოთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფურცელზე საქართველო და ყაზახეთი ფავორიტები არიან, მაგრამ შეიძლება ამ მოსაზრებას ლატვიელები და ანდორელები არ დაეთანხმონ. ამიტომ, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. ასტანაში სტადიონი გაივსება და წინ საინტერესო მატჩი გველოდება.

გამოკითხვა

როგორ დასრულდება ყაზახეთი V საქართველო?

  • ყაზახეთი მოიგებს
  • ფრე
  • საქართველო მოიგებს

ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრები):

“მიხარია, რომ ყაზახეთში ასეთი დიდი ინტერესია ამ მატჩის გარშემო. ჩვენ მზად ვართ უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ თამაშით იხსნება ერთა ლიგის გათამაშება. ეს დამატებითი შანსია ჩვენთვის, რომ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე. მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთს მეტი დრო ჰქონდა მოსამზადებლად, დაღლილობას არ ვგრძნობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ. ყაზახეთი აქცენტს საჰაერო ორთაბრძოლებზე გააკეთებს, ჩვენ კი უფრო დაბლა ვითამაშებთ. ყაზახეთის ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა ამხანაგურ შეხვედრებში. მწვრთნელები კარგად იცნობენ ერთმანეთს და საინტერესო მატჩი გამოვა".

პრესკონფერენცია და ვარჯიში

ნიკა კვეკვესკირი და ვლადიმირ ვაისი

პრესკონფერენცია და ვარჯიში

გურამ კაშია, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ქვილითაია და გიორგი ნავალოვსკი

პრესკონფერენცია და ვარჯიში

საქართველოს ნაკრების ვარჯიში ასტანა არენაზე

პრესკონფერენცია და ვარჯიში

წინასამატჩო ვარჯიში

პრესკონფერენცია და ვარჯიში

ვაკო ყაზაიშვილი

პრესკონფერენცია და ვარჯიში

ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი მერებაშვილი

პრესკონფერენცია და ვარჯიში

ნიკა კაჭარავა

პრესკონფერენცია და ვარჯიში

ჯიმი ტაბიძე

პრესკონფერენცია და ვარჯიში

საქართველოს ნაკრების მეკარეები ვარჯიშზე

კომენტარები

ბოლო ამბები