Thumbnail

ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი: მოდი, ვაღიაროთ, რომ საქართველო ფავორიტია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სტანიმირ სტოილოვმა მომავალ მატჩზე ისაუბრა
  • ყაზახთა ლიდერი ისლამხანი იმედიანადაა განწყობილი

საქართველოს ნაკრები უკვე ყაზახეთშია და უეფას ერთა ლიგის სასტარტო მატჩისთვის ემზადება - 6 სექტემბერს ასტანაში თბილისის დროით 18 საათზე ეთამაშება.

ყაზახთა ბულგარელი მწვრთნელი სტანიმირ სტოილოვი კიდევ ერთხელ გაესაუბრა მედიას: "საქართველოსთვის მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ, ფეხბურთელებს თავიანთი ძალების სწამთ. პირადად, დიდი იმედი მაქვს, რომ, როგორც მატჩში, ასევე ტურნირში დადებით შედეგებს მივაღწევთ.

ერთა ლიგაზე კონკრეტული მიზნები არ დაგვისახავს, უნდა ვითამაშოთ კარგად. ჩვენი ჯგუფის ფავორიტი საქართველოა. ამიტომაც ხვალინდელი მატჩი ჩვენთვის დიდი ტესტია. რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, მოდი, ვაღიაროთ, ჩვენ აუტსაიდერები ვართ. მაგრამ გაცილებით კარგი ფეხბურთელები გვყავს, ჩემი მიზანი მათი პოტენციალის "გახსნაა". 

ყაზახეთის ნაკრების დღევანდელი ვარჯიში

ისლამხანი: საქართველო ძლიერია, მაგრამ...

ისლამხანი

თამაშისთვის ემზადება ყაზახეთის ნაკრების ლიდერი ბაუირჟან ისლამხანი. ქაირათის ფეხბურთელი იმედიანადაა: "საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში შინ გვაქვს, დიდი ბრძოლა გველის. მჯერა, რომ კარგად თამაშს შევძლებთ. მთავარი ჩვენი მონდომება იქნება. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ დავიწყებთ მატჩს. ვფიქრობ, თამაშის მიმდინარეობას ჩვენ გავაკონტროლებთ".  

გამოკითხვა

როგორ დასრულდება ყაზახეთი V საქართველო?

  • ყაზახეთი მოიგებს
  • ფრე
  • საქართველო მოიგებს

კომენტარები

ბოლო ამბები