Thumbnail

ბექჰემმა თავის კლუბს ინტერი დაარქვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კლუბის 25-ათასკაციანი სტადიონი მაიამის ცენტრში შენდება

წლის დასაწყისში ამერიკის მთავარი საფეხბურთო ლიგის, MLS-ის ხელმძღვანელებმა ლიგაში მაიამის ახალი კლუბის ჩართვის შესახებ ოფიციალურად დააანონსეს. ამასთან, არ ზუსტდებოდა, თუ რომელი წლიდან ჩაერთვება გუნდი ტურნირში, თუმცა კლუბის მეპატრონეებმა იმედი გამოთქვეს, რომ დებიუტი 2020 წელს შედგებოდა.

კლუბი დევიდ ბექჰემის მიერაა დაფუძნებული. გუნდი საშინაო მატჩებს მაიამის ცენტრში აშენებულ სტადიონზე გამართავს, რომელიც 25 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი. მისი მშენებლობა 200 მილიონი ევრო დაჯდება.

ინგლისელი სუპერვარსკვლავის კლუბის სახელი აქამდე უცნობი იყო, მაგრამ “სქაი სპორტსის” ტვიტერზე ამ საიდუმლოს ისევე აეხადა ფარდა, როგორც აგვისტოში - ახალი კლუბის ლოგოს. წყაროს ცნობით, კლუბს ერქმევა მაიამის ინტერი.

კომენტარები

ბოლო ამბები