Thumbnail
  • "რატომ არ არიან ფრანგები ფიფას რჩეულთა შორის?"

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “ატლეტიკოს” ლიდერმა ანტუან გრიზმანმა ძალიან გაიკვირვა, როცა ფიფამ წლის ფეხბურთელის ნომინანტთა ფინალური სამეული გამოაცხადა.

“ვფიქრობ, ეს წელიწადი საუკეთესო იყო ჩემს კარიერაში. სხვა დროს მეტი გოლიც გამიტანია, მაგრამ ტიტულების მხრივ ეს წელი ჩემთვის ყველაზე ბარაქიანია. რატომ გავუსვი ამას ხაზი: ძალიან მიკვირს, რომ წლის მოთამაშის ნომინანტთა სამეულში ერთი ფრანგიც არაა. სამწუხაროა. ამ ჯილდოს ფიფა გადასცემს, ხომ ასეა? და მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატოორიც, თუ არ ვცდები, ასევე ფიფა გახლავთ. ჩვენ მოვიგეთ ეს ტურნირი, მაგრამ სამეულში ფრანგებს ვერ ვხედავთ. ეს ფიფას არჩევანია, მაგრამ პირადად ჩემთვის ძალიან საკვირველია, რომ ფინალურ სამეულში მსოფლიო ჩემპიონებისთვის ერთი ადგილიც ვერ გაიმეტეს”, - შესჩივლა გრიზმანმა ფრანგულ გამოცემა “ეკიპს”.

შეხსენებისთვის: ფიფას ვერსიით წლის მოთამაშის წოდების პრეტენდენტთა სამეული პორტუგალიელმა კრიშტიანუ რონალდუმ, ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა და ეგვიპტელმა მოჰამედ სალაჰმა შეადგინეს.

კომენტარები

ბოლო ამბები