Thumbnail

შერმადინის უნიკახას ზედიზედ მესამე ტრიუმფი ევროლიგაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • უნიკახამ მილანოს უმასპინძლა და 74:71 მოუგო.
  • გიორგი შერმადინმა 4 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.
  • ევროლიგის მომდევნო ტური 28-29 დეკემბერს გაიმართება.

საკალათბურთო ევროლიგის მე-14 ტურში გიორგი შერმადინის უნიკახამ მილანოს უმასპინძლა და 74:71 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა 14:33 წუთი ითამაშა, 4 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა თამაშიდან 8 სროლიდან 2 ჩააგდო და 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ამ მოგებით უნიკახას 14 მატჩიდან 6 მოგება და 8 წაგება დაუგროვდა. უნიკახა მე-10 ადგილზეა. მის წინ ბასკონიაა, რომლის რიგებშიც დღეს 24 ქულით თორნიკე შენგელიამ გაიბრწყინა.

კომენტარები

ბოლო ამბები