Thumbnail

6 ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატზე განთესილი იქნება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 20-27 სექტემბერი ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი ბაქოში
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელი ყველა ძიუდოისტის ვინაობა ცნობილია
  • განთესილი ქართველი ძიუდოისტები, რომლებიც ფავორიტებად ითვლებიან

2018 წლის ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს. 133 ქვეყნის 827 სპორტსმენი მსოფლიოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ცნობილია ბაქოში განთესილი ძიუდოისტების ვინაობა. ამ სიაში ექვსი ქართველი ძიუდოისტი მოხვდა.

განთესილ ძიუდოისტებს შედარებით იოლი ბადე აქვთ და მეოთხედფინალამდე ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირება იშვიათად უწევთ.

60 კგ

ამირან პაპინაშვილი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მე-3 ნომრად არის განთესილი. ლუხუმ ჩხვიმიანი მეთერთმეტეა. ამ წონაში საქართველოს მსგავსად იაპონელებსაც ორი ძიუდოისტი ჰყავთ: ნაგაიამა და ტაკატო. შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონი სწორედ ტაკატოა.

ამირან პაპინაშვილი შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან მერვედფინალში დამარცხდა.

66 კგ

ვაჟა მარგველაშვილი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მე-3 ნომრად არის განთესილი. მარგველაშვილმა 2017 წელს ბუდაპეშტში ბრინჯაოს მედალი მოიგო.

ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლით.
2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი.

ქართველმა ძიუდოისტმა სამხრეთ კორეელ კიმ ლიმჰვანს მოუგო გადამწყვეტი შეხვედრა. ვაჟამ ნახევარფინალში მომავალ მსოფლიოს ჩემპიონთან, ჰიფუმი აბესთან წააგო, რომელიც ახლა მე-2 ნომრად არის განთესილი. წონის პირველი ნომერი ებრაელი ტალ ფლიკერია.

73 კგ

ოლიმპიური ოქროსა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ლაშა შავდათუაშვილი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეექვსე ნომერია. შარშან ლაშამ მეოთხედფინალი სოიჩი ჰაშიმოტოსთან წააგო, მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში კი სამხრეთ კორეელ ჩანგრიმ ანთან დამარცხდა.

შარშანდელი ჩემპიონი სწორედ იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტოა.

81 კგ

ამ წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილი განუთესავია. ქართველი ძიუდოისტი ძლიერ მეტოქეებთან ეცდება საკუთარი ძალის დამტკიცებას. შარშან ზებედამ ჰოლანდიელ ფრან დე ვიტთან მერვედფინალში წააგო.

81 კილოგრამ წონით კატეგორიას მოულოდნელი გამარჯვებული ჰყავდა, ფინალში მატეო მარკონჩინი გერმანელ ალექსანდრ ვიკჟერზაკს შეხვდა, გამარჯვება გერმანელ ძიუდოისტს დარჩა.

90 კგ

საქართველოს ამ წონაში ორი ძიუდოისტი ჰყავდა. წელსაც საქართველოს ღირსებას სწორედ ეს ორი ძიუდოისტი დაიცავს: უშანგი მარგიანი და ბექა ღვინიაშვილი. ღვინიაშვილი მეორე ეტაპზე სლოვენიელ მიქაელ ზგანკთან დამარცხდა, ხოლო მარგიანმა ბრინჯაოს მედალი მოიგო.

უშანგი მეოთხედფინალში მსოფლიოს მომავალ ჩემპიონთან ნემანია მაიდოვთან დამარცხდა, რის შემდეგაც ზედიზედ ორი ბრძოლა მოიგო - მამადალი მეჰდიევთან და ალექსანდრ კუკოლთან, რომელიც გადამწყვეტი ბრძოლა იყო.

100 კგ

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანი წონის ლიდერია და პირველ ნომრად არის განთესილი. ვარლამმა შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალი წააგო, იაპონელ აარონ ვულფთან დამარცხდა.

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი
2017 წელი.

+100 კგ

მძიმე წონაში საქართველო ორი ძიუდოისტით წარსდგა. ადამ ოქრუაშვილმა მეოთხედფინალი ბარნა ბორთან წააგო, ხოლო გურამ თუშიშვილი ნახევარფინალში ტედი რინერთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ორივე ქართველს მონღოლმა ნაიდან თუვშინბაიარმა მოუგო.

მსოფლიოს ჩემპიონი ტედი რინერი გახდა, რომელმაც ეს ტიტული მეცხრედ მოიპოვა. წელს მძიმე წონაში მხოლოდ გურამ თუშიშვილი გამოვა, რომელსაც ტედი რინერის არყოფნაში ოქროს მედლის მოგების სოლიდური შანსი აქვს.

თუშიშვილი V რინერი

კომენტარები

ბოლო ამბები