Thumbnail

ისევ სიმბოლურ ნაკრებში! ვაკო ყაზაიშვილის კიდევ ერთი აღიარება ამერიკაში

  • ყაზაიშვილს დალასთან დუბლი დაუფასეს
  • ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მესამედ

MLS-ის 27-ე ტურის შეხვედრაში, დალასთან მატჩში, ვაკო ყაზაიშვილის სან ხოსემ 4:3 მოიგო. ვაკომ დასავლეთ კონფერენციის ლიდერ გუნდს ორი გოლი გაუტანა. ყაზაიშვილმა მე-15 და 42-ე წუთებზე მოახერხა გოლების გატანა.

🎥 ყაზაიშვილის დუბლი დალასთან

MLS-მა ყაზაიშვილს კარგი თამაში დაუფასა და ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ვაკო ტურის სიმბოლურ ნაკრებში მესამედ მოხვდა. პირველად პირველ ტურში, ხოლო 22-ე ტურის შეხვედრაში ქართველმა დალასთან პირველად შეძლო დუბლის შესრულება.

ყაზაიშვილმა ამ სეზონში დუბლი ორჯერ შეასრულა, ორივე შემთხვევაში დალასთან!

კომენტარები

ბოლო ამბები