Thumbnail

'ჯერ ბევრი მაქვს სასწავლი' უსაინ ბოლტის დებიუტი პროფესიულ ფეხბურთში!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბოლტის დებიუტი ავსტრალიაში
  • დიდი სპრინტერის პირველი მატჩი პროფესიულ ფეხბურთში

გუშინ, ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერის - უსაინ ბოლტის დებიუტი პროფესიულ ფეხბურთში შედგა. აქამდე, იამაიკელს რამდენიმე გუნდში უთამაშია, თუმცა მისი მინდორზე გამოჩენა, ყოველთვის უფრო შოუს წააგავდა და მარკეტინგული ნაბიჯი იყო.

18 სექტემბერს კი მსოფლიოს ყველაზე სწრაფმა ადამიანმა, ავსტრალის A-ლიგის გუნდთან - ცენტრალ კოუსტ მერინერსთან მოაწერა პროფესიულ კონტრაქტს ხელი და სწორედ ამ გუნდის შემადგელობაში, სეზონისთვის მოსამზადებელ მატჩში - ცეტრალ კოუსტ სელექტის წინააღმდეგ ითამაშა.

მერინერსის საშუალო დასწრება, ჩემპიონატის მატჩებზე - 7,194 მაყურებელია, ხოლო სელექტთან ამხანაგურ მატჩზე, ბოლტის სანახავად - 10,000 კაცი მივიდა.

"დაუვიწყარი ღამე იყო ჩვენი კლუბის ისტორიაში" წერს მერინერსის ტვიტერის გვერდი. იამაიკელი მოედანზე 95 ნომრიანი მაისურით გამოვიდა, რომელიც სიმბოლურად მის მსოფლიო რეკორდს - 100 მეტრი / 9.58 წამში - გამოხატავს...

ბოლტის სანახავად მოსული გულშემატკივრები

უსაინ ბოლტი კლუბში კიდევ 4 თვეს ივარჯიშებს და შემდეგ გამოჩნდება დარჩება თუ არა იამაიკელი კლუბის საჩემპიონატო განაცხადში.

"ის იყო რასაც ველოდი..." ამბობდა ბოლტი თამაშის შემდეგ. "თანაგუნდელებმა კარგად მიმიღეს, მაგრამ მათგან სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს."

 ბოლტს დებიუტი ფიფამაც მიულოცა

📺 კადრები გრემ პარკიდან

კომენტარები

ბოლო ამბები