Thumbnail

TOP 14-ში წინა სეზონის საუკეთესოებს დაასახელებენ - 'რაგბის ღამე პარიზში'

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საუკეთესო მსაჯი, ახალგაზრდა მორაგბე, სეზონის მოთამაშე
  • დაჯილდოვება პარიზის თეატრ ოლიმპიაში გაიმართება

24 სექტემბერს პარიზში 'რაგბის ღამე' გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ TOP 14-ის წინა სეზონის საუკეთესო მოთამაშეს, მატჩს, მსაჯსა და ახალგაზრდა მორაგბეს დაასახელებენ. ღონისძიებას უძველესი თეატრი ოლიმპია უმასპინძლებს, რომელიც 3000-მდე კაცს იტევს.

ნომინაციები

► საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე: პიერ ბუგარი (ლა როშელი), ბაპტისტ კული (ლიონი), პეიო მუსკარდი (ბაიონა)

► საუკეთესო ფრანგი მორაგბე, რომელმაც ნაკრებში ითამაშა: მეტი ბასტარო (ტულონი), მეტიუ ბაბილო (კასტრი), ტედი ტომა (რასინგი)

► საუკეთესო მსაჯი: ჟერომ გარსე, პასკალ გაზერი, რომან პოიტი

► საუკეთესო მოთამაშე PRO D2-ში: ჟერომ ბოსუელი (მონტობანი), ლიფიმი მაფი (პერპინიანი), პეიო მუსკარდი (ბაიონა)

► საუკეთესო მოთამაშე TOP 14-ში: ბენჟამინ ბოტიკა (ოიონა), ჟულიენ დუმორა (კასტრი), სემი რადრადრა (ტულონი)

► სეზონის საუკეთესო თამაში: ბორდო V აჟენი, ლა როშელი V მონპელიე, ლიონი V ტულუზი

კომენტარები

ბოლო ამბები