Thumbnail

ევროლიგის ტურის MVP? თორნიკე შენგელიამ ბარსელონა დაამარცხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბასკონიამ ბარსელონას 85:82 მოუგო.
  • თორნიკე შენგელიამ 24 ქულა ჩააგდო.
  • ტურში მასზე მეტი მარგი ქმედების კოეფიციენტი არავის აქვს.

საკალათბურთო ევროლიგის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ბარსელონას უმასპინძლა და 85:82 დაამარცხა.

ქართველი ფორვარდი სუპერფორმაშია - 29:28 წუთში მან 24 ქულა მიითვალა. გარდა ამისა, შენგელიას ანგარიშზე 6 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრაა. შენგელიამ 4 სამქულიანი ჩააგდო (6 ცდიდან). შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 31 ჰქონდა, რაც მატჩში საუკეთესოა.

ბასკონია თავიდანვე დაწინაურდა, შენგელია კი უშეცდომოდ ესროდა სამქულიანებს, პირველ ტაიმში ქართველს უკვე 20 ქულა ჰქონდა. თუმცა მეორე ტაიმში ბასკები მოეშვნენ, ხოლო კატალონიელები გააქტიურდნენ. რომ არა ქართველის საჯარიმოები ბოლოს (თამაშის დასრულებამდე 40 წამით ადრე), შესაძლოა, ბასკონია სულაც დამარცხებულიყო. 

MVP ისევ შენგელია იყო

ვენსან პოარიეს 14 ქულა დაუგროვდა, იანის ტიმას - 10. ბარსას რიგებში 15 ქულა პაუ რიბასმა ჩააგდო, ადამ ჰანგამ - 14. 

ტურში მხოლოდ ცსკა-ს კორი ჰიგინსს ჰქონდა 31 მარგი ქმედების კოეფიციენტი. 

14 ტურის შემდეგ ბასკონიას 7 მოგება და 7 მარცხი აქვს და მე-9 ადგილზეა. მიზანი პლეი ოფში (საუკეთესო 8 გუნდი) გასვლაა. 

როგორ ხვდებიან თოკოს გასახდელში

კომენტარები

ბოლო ამბები