Thumbnail

ლევან გორგაძე ყურადღების ცენტრში - ტოჩინოშინის წვეულებას 1 300 სტუმარი დაესწრო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • Tokyo Dome Hotel-ში ტოჩინოშინის წვეულებას 1 300 ადამიანი დაესწრო
  • ლევან გორგაძე ბოლომდე ბრძოლას გვპირდება
ტოჩინოშინის წვეულებაზე

Tokyo Dome Hotel-ში სუმოს ასოციაციამ და კლუბმა ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) ოძეკად არჩევის წვეულება გამართეს, რომელსაც 1 300 (!) სტუმარი დაესწრო. 

ქართველი ოძეკი შემოდგომის ბაშოსთვის ემზადება, რომელიც 9 სექტემბერს იწყება და ტრავმის შემდეგ ნელნელა შედის ფორმაში. იგი ოძეკი (ანუ ჩემპიონი). 28 მაისს გახდა. შეგახსენეთ, რომ ოძეკი სუმოს იერარქიაში მეორე წოდებაა იოკოძუნას (დიდი ჩემპიონი) შემდეგ. ტოჩინოშინის წვეულებას სამივე დიდი ჩემპიონი და რამდენიმე ყოფილი იოკოძუნაც დაესწრო.

"მთელ ჩემს ძალისხმევას მომავალშიც დავუთმობ საქართველოსა და იაპონიის გულების დაახლოებას. მთელ ჩემს შემართებას მივუძღვნი კასუგანოს კლუბს, რათა მან წარმატებებს მიაღწიოს. ამ ბაშოზე ჩემზე დიდი ზეწოლაა, რადგან ტიტული შესანარჩუნებელია. ბევრი უნდა ვიშრომო, რომ ბაშოზე საუკეთესო თვისებები გამოვავლინო. არ მეგონა, თუ ჩემს საპატივცემულოდ ამდენი ხალხი მოვიდოდა, ძალიან ბედნიერი ვარ. ამან კიდევ უფრო მეტად განმაწყო ბაშოზე ბრძოლისთვის", - განაცხადა ქართველმა სუმოისტმა.

შეგახსენებთ, რომ აკი ბაშოზე (9-23 სექტემბერი) ტოჩინოშინმა აუცილებლად უნდა მოიგოს 8 ორთაბრძოლა, თუკი ოძეკის ტიტულის შენარჩუნება სურს. 

იაპონიაში ლევან გორგაძე მუდამ ყურადღების ცენტრშია

 

კომენტარები

ბოლო ამბები