Thumbnail
  • ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელობის 3 ნომინანტი დაასახელა
  • 24 სექტემბერს The Best FIFA Football Awards-ია
ლუკა მოდრიჩის ბენეფისი - უეფამ ხორვატი კრიშტიანო რონალდოს არჩია

ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელობის სამი პრეტენდენტის სია გამოაქვეყნა. რჩეულთა შორის მოხვდნენ: კრიშტიანო რონალდო (რეალი/იუვენტუსი, პორტუგალია), ლუკა მოდრიჩი (რელი, ხორვატია) და მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე). 

ზუსტად ეს სამეული იბრძოდა უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვისაც. შეგახსენებთ, რომ უეფამ უპირატესობა ლუკა მოდრიჩს მიანიჭა, რამაც კრიშტიანო რონალდოს გაღიზიანებაც გამოიწვია. პორტუგალიელი მონაკოში ცერემონიალს არც კი დასწრებია.

შეგახსენებთ, რომ ივლისში ფიფამ კანდიდატების სია 10-მდე დაიყვანა, მასში ასევე შედიოდნენ: კევინ დე ბრუინი, ანტუან გრიზმანი, ედენ აზარი, ჰარი კეინი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი და რაფაელ ვარანი. გამარჯვებული ლონდონში 24 სექტემბერს The Best FIFA Football Awards-ის შოუზე დასახელდება. 

სამეულში ვერ მოხვდა ლიონელ მესი, ბოლოს ასეთი რამ 2006 წელს მოხდა. მას მერე 11 წლის განმავლობაში არგენტინელი ყოველთვის ხვდებოდა ამ პრიზის (ან მისი ანალოგის, როცა "ფრანს ფუტბოლთან" ერთად ტარდებოდა) ფინალურ სამეულში. 

ფიფამ დღესვე დაასახელა წლის საუკეთესო მეკარისა და მწვრთნელის კანდიდატები, დაასახელა პუშკაშის პრემიის ნომინანტები, რომელიც წლის სუაკეთესო გოლის ავტორს გადაეცემა.

2018 წლის საუკეთესო მეკარე (ნომინანტები)

ტიბო კურტუამ ბელგიის ნაკრებთან ერთად მუნდიალზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და ის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერად დაასახელეს. თავის მხრივ, უგო ლორისი მუნდიალის გამარჯვებული გახდა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში. კასპერ შმეიხელის დანია მეოთხედფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა მომავალ ფინალისტ ხორვატიასთან. 

ტიბო კურტუა (ჩელსი/რეალი, ბელგია)

უგო ლორისი (ტოტენჰემი, საფრანგეთი)

კასპერ შმეიხელი (ლესტერი, დანია)

2018 წლის საუკეთესო მწვრთნელი

სიაში მოხვდა მუნდიალის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი, ფინალისტი ხორვატიის თავკაცი ზლატკო დალიჩი და ფრანგი ზინედინ ზიდანი, რომელმაც მადრიდის რეალს ზედიზედ მესამედ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა.

ზინედინ ზიდანი (რეალი, საფრანგეთი)

დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრები)

ზლატკო დალიჩი (ხორვატიის ნაკრები)

2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალი

ადა ჰეგერბერგი

ძენიფერ მოროშანი

მართა

2018 წლის საუკეთესო მწვრთნელი (ქალთა ფეხბურთი)

სარინა ვიხმანი

ასაკო ტაკაკურა

რეინალდ პედროსი

პუშკაშის პრიზი (წლის საუკეთესო გოლი)

გარეთ ბეილი (გოლი ლივერპულის კარში)

კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსის კარში)

ბენჟამენ პავარი (არგენტინის ნაკრების კარში)

დენის ჩერიშევი (ხორვატიის ნაკრების კარში)

მოჰამედ სალაჰი (ევერტონის კარში)

ლიონელ მესი (ნიგერიის ნაკრების კარში)

ლაზაროს ხრისტოდულოპულოსი (ოლიმპიაკოსის კარში)

ხორხიან დე არასკაეტა (ამერიკას კარში)

რაილი მაკგრი (მელბურნ სიტის კარში)

რიკარდო კვარეშმა (ირანის ნაკრების კარში)

24 სექტემბერს ლონდონში გარდა ზემოთჩამოთვლილი პრიზებისა, გათამაშდება ფიფას Fair Play-ის პრიზიც და დასახელდება ფიფას 11-ეული. 

კრიშტიანო რონალდო შარშანდელი გამარჯვებულია

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ფიფას საუკეთესო ფეხბურთელი გახდა კრიშტიანო რონალდო, რომელმაც ხმების 43% მიიღო. მეორე ადგილზე მესი გავიდა ხმების 19%-ით, ხოლო ნეიმარი 7%-ით მესამე იყო. 

საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაასახელეს. საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გახდა. ოლივიე ჟირუს გოლი კი წლის საუკეთესო გოლად აღიარეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები