Thumbnail

რაიკონენის დასასრული? ლეკლერის ფერარიში გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გერმანული პრესის ინფორმაციით, კიმი რაიკონენისთვის ეს ფერარიში ბოლო სეზონია
  • ლეგენდარულ ფინელს სკუდერიაში ნიჭიერი შარლ ლეკლერი შეცვლის

ფორმულა 1-ის მომავალი სეზონიდან, ფერარიში სებასტიან ფეტელის თანაგუნდელი დიდი ალბათობით შარლ ლეკლერი იქნება. ამის შესახებ სოლიდური გერმანული გამოცემები, AUTO BILD და auto, motor und sport წერენ.

კიმი რაიკონენისთვის ფერარიში ეს ბოლო სეზონია

გერმანელი ავტოჟურნალისტების ინფორმაციით, ფერარიში უკვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ფინელ კიმი რაიკონენს სწორედ ახალგაზრდა და უნიჭიერესი ლეკლერი შეცვლის. სკუდერიაში ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ.

როგორც ირკვევა, ფერარის ყოფილი შეფი სერჯო მარკიონე, რომელიც ივლისში გარდაიცვალა, ლეკლერს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაპირდა, რომ ფერარის ბოლიდში ჩასვამდა. 38 წლის რაიკონენს, რომელმაც შაბათს, იტალიის გრან პრის კვალიფიკაციაზე რეკორდი დაამყარა (ყველა დროის უსწრაფესი წრე), ფერარისთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება.

“ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, დრო საკმარისად ბევრი გვაქვს. კიმი დიდი ხანია, ჩვენი ერთგული მეგობარია,” - ეს განცხადება ფერარის ახალმა ბოსმა ლუის კამილიერიმ პარასკევს გააკეთა. რაიკონენი ფერარის უკანასკნელი პილოტია, რომელმაც F1-ის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო (2007).

კომენტარები

ბოლო ამბები