Thumbnail

მანჩესტერ იუნაიტედის დამაჯერებელი გამარჯვება და ტოტენჰემის მოულოდნელი მარცხი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბარნლი 0:2 მანჩესტერ იუნაიტედი
  • უოტფორდი 2:1 ტოტენჰემი

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა მანჩესტერ იუნაიტედმა და შესაბამისად, ჟოზე მოურინიო ცოტა ხნით მაინც დაისვენებს კრიტიკისგან, ტოტენჰემმა კი მოულოდნელი მარცხი იწვნია უოტფორდთან და თანაც მას შემდეგ, რაც იგებდა შეხვედრას...

მანჩესტერ იუნაიტედმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი. რომელუ ლუკაკუს დუბლის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ ბარნლი ქულის გადამრჩენი აღარ იყო და ჟოზე მოურინიოს გუნდი სამ ქულას მოიპოვებდა.

მანჩესტერ იუნაიტედმა ლუკაკუს დუბლით მოიგო

მატჩის 27-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მარცხენა ფრთიდან ალექსის სანჩესმა ჩააწოდა, რომელუ ლუკაკუმ კი თავური დარტყმით გახსნა ანგარიში. ტაიმის მიწურულს, ბელგიელმა ფორვარდმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 0:2.

მეორე ნახევარში იუნაიტედს შეეძლო სხვაობის გაზრდა, მაგრამ პოლ პოგბამ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. 71-ე წუთზე, მანჩესტერი კაცნაკლული დარჩა, რადგან არბიტრმა არასპორტული საქციელისთვის მარკუს რაშფორდი გააძევა მოედნიდან. ამით არაფერი შეცვლილა და იუნაიტედმა მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. 

ბარნლი 0:2 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: 0:1 ლუკაკუ (27), 0:2 ლუკაკუ (44)

ბარნლი: ჰარტი, ბარდსლი, ტარკოვსკი, მი, ტეილორი, ლენონი, ვესტვუდი, კორკი, მაკნილი (80. ბეიმსი), ჰენდრიკი (58. ვოუკსი), ვუდი (84. ვიდრა)

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ვალენსია, სტერლინგი, ნილსონი, შოუ, პოგბა (90. ბეილი), ფელაინი, მატიჩი, ლინგარდი (76. ერერა), სანჩესი (61. რაშფორდი), ლუკაკუ

ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედის განადგურების შემდეგ, ტოტენჰემი მოულოდნელად უოტფორდთან დამარცხდა. არადა, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი იგებდა შეხვედრას. 53-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც აბდულაი დაკურმა საკუთარი კარი დალაშქრა და ფავორიტი დაწინაურდა. 

უოტფორდი არ გატყდა და დარჩენილ დროში მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. 69-ე წუთზე ტროი დინიმ თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, 10 წუთის შემდეგ კი კრეიგ კატკარტმა ასევე თავური დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:1.

უოტფორდი 2:1 ტოტენჰემი

გოლები: 0:1 დაკური (53-საკ. კარში), 1:1 დინი (69), 2:1 კატკარტი (76)

უოტფორდი: ფოსტერი, იანმაატი, კატკარტი, კობასელე, ჰოლებასი, ჰუგესი (86. ჩალობა), დაკური, კაუე, პერეირა (90. მარიაპა), გრეი (70. საკესი), დინი

ტოტენჰემი: ვორმი, ანდერვეირელდი (81. ლორენტე), მინა, ვერტონენი, დემბელე (86. ვინკსი), ტრიპიერი, ერიკსენი, ალი, დეივისი (89. როუზი), მოურა, კეინი

უოტფორდმა ტოტენჰემთან 3 ქულა მოიპოვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები