Thumbnail

ბრატისლავაში ქართული ფინალი შედგება, სუპერ დაპირისპირების მოლოდინში

  • ავთანდილ ჭრიკიშვილი V ბექა ღვინიაშვილი
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელი ძიუდოისტის ბედი სლოვაკეთში წყდება

► UPDATE: ღვინიაშვილმა ჭრიკიშვილი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მიდის

ბრატისლავაში ძიუდოს ევროპის თასის გათამაშება გრძელდება, სადაც მეორე საჭიდაო დღეს საქართველოს ნაკრების სამი ძიუდოისტით ასპარეზობს. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პაატა ღვინიაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი გამოვიდნენ.

მთავარი ინტრიგა ის არის, თუ ვინ წავა მსოფლიოს ჩემპიონატზე - ბექა ღვინიაშვილი თუ ავთანდილ ჭრიკიშვილი.

პაატა ღვინიაშვილმა ბრძოლა ვეღარ გააგრძელა

ქართველმა ძიუდოისტმა პირველ წრეში გერმანელ მეტოქეს, ლუკა ფეტკოტერს 41 წამში მოუგო. პაატამ მეორე წრეში უნგრელ მარტონ ვერესს ჯერ ვაზარი აუღო, ხოლო 10 წამით ადრე დაპირისპირება იპონით დაასრულა. ღვინიაშვილმა ნახევარფინალში გასასვლელი ბრძოლა კანადელ მეტოქესთან დათმო, რის შემდეგაც ტრავმის გამო ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.

გზა ფინალამდე

ბექა ღვინიაშვილი ფინალშია - მან ყველა ბრძოლა იპონით მოიგო.

პირველ წრე | ბრიტანელი ჯეიმს რიდი - იპონი წუთსა და 27 წამში
მეორე წრე | ფრანგი ბენუა კოლინი - იპონი წუთსა და 54 წამში
მესამე წრე | უკრაინელი დმიტრო ბერეჟნი - იპონი 2 წუთსა და 52 წამში
ნახევარფინალი | კანადელი მოჰაბ ენ ნასი - ვაზარი, იპონი 2 წუთსა და 34 წამში

ავთანდილ ჭრიკიშვილმაც ოთხივე ბრძოლა ვადაზე ადრე დაასრულა

პირველი წრე | უნგრელი მარტინ ჰუზარი - ჭრიკიშვილმა გაფრთხილებების ხარჯზე მოიგო
მეორე წრე | გერმანელი ტონი გრონი - იპონი წუთსა და 43 წამში

მესამე წრე | ეგვიპტელი ჰატემ აბდ ელ ახერი - იპონი 16 წამში
ნახევარფინალი | რუსი რომან დონცოვი - დამატებით დროში იპონით გამარჯვება

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება

კომენტარები

ბოლო ამბები