Thumbnail
  • ვანკუვერი 2:1 სან ხოსე
  • ვაკო ყაზაიშვილმა ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა
  • სან ხოსეს მე-15 მარცხი სეზონში

ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას სან ხოსემ MLS-ში 27-ე მატჩი ჩაატარა. ქართველების გუნდი ვანკუვერთან 1:2 დამარცხდა. მასპინძლებმა 22-ე და 78-ე წუთებზე შეძლეს გოლების გატანა და ორი ბურთით იგებდნენ. ვაკო ყაზაიშვილმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხა და სან ხოსემ სეზონში მე-15 მატჩი წააგო.

ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. სან ხოსეს 20 ქულა აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. კაშიასა და ყაზაიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო მატჩების შემდეგ გამართავს. მათი მეტოქე სპორტინგ კანზას სიტი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები