Thumbnail
  • გიორგი ქინქლაძე სიტის ფეისბუქ-გარეკანზე
  • ქინქლაძემ სიტიში 1995-1998 წლებში ითამაშა

მანჩესტერ სიტის ფეისბუქ-გვერდზე ახალი გარეკანი მანჩესტერ სიტის ყველა ვარსკვლავს ეძღვნება. გარეკანზე სხვებთან ერთად გიორგი ქინქლაძეცაა. კომპოზიციის ცენტრში ამჟამინდელი კაპიტანი ვენსან კომპანია. 

ამ გუნდში რომ ეთამაშა... პრემიერლიგამ ქინქლაძე გაიხსენა

სულ გარეკანზე სიტის 28 ვარსკვლავია სხვადასხვა წლებში და 4 ხელმძღვანელი. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე 1995-1998 წლებში თამაშობდა მანჩესტერ სიტიში და ამ კლუბის მაისურით სამ სეზონში 22 გოლი აქვს გატანილი.

ქინქლაძე იუნაიტედის ნიკი ბატისა და დევიდ ბექჰემის წინააღმდეგ

მართალია, ქინქლაძის თამაში "მეინ როუდზე" სიტის ჩავარდნის პერიოდს დაემთხვა, ქართველთან ერთად გუნდი ჯერ პრემიერლიგიდან გავარდა, შემდეგ კი რანგით მეორე დივიზიონიდანაც, მაგრამ სიტის ფანების დიდი ნაწილი ქინქლაძეს ახლაც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს. სიტის ამ გარეკანს ფეისბუქზე უკვე 8 ათასამდე მოწონება აქვს. 

ქინქლაძე სიტიში 1995 წელს თბილისის დინამოდან გადავიდა1998 წელს კი მან კარიერა ჯერ აიაქსში, შემდეგ კი დერბიში განაგრძო და პრემიერლიგაში კვლავ ითამაშა. სიტის რიგებში სხვა ქართველებსაც უთამაშიათ, თუმცა ისინი გარეკანზე ვერ მოხვდნენ.  

კომენტარები

ბოლო ამბები