Thumbnail
  • რეალი 4:1 ლეგანესი
  • ქარიმ ბენზემას დუბლი
  • რაც რონალდო წავიდა, ბენზემა და ბეილი პროდუქტიულად ათამაშდნენ

ლა ლიგის მე-3 ტურში "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდული დერბი შედგა - რეალმა ლეგანესს 4:1 მოუგო. მე-17 წუთზე გარეთ ბეილმა დანი კარვახალის პასით ბრწყინვალე გოლი გაიტანა, მაგრამ 24-ე წუთზე ლეგანესმა პენალტით გაათანაბრა და ტაიმიც ასე მორჩა - 1:1.

მეორე ტაიმი "სამეფო კლუბმა" იოლად მოიგო - 50-ე წუთზე ქარიმ ბენზემას ასენსიომ გაატანინა. 11 წუთში კი ფრანგმა დუბლი შეასრულა, რასაც 66-ე წუთზე სერხიო რამოსის პენალტი მოყვა. 

აღსანიშნავია, რომ დებიუტი ჰქონდა ტიბო კურტუას, ახლახან ლიონიდან დაბრუნებული მარიანო დიასი კი სათადარიგო იყო. რეალი პირველი გუნდია, რომელმაც ლა ლიგის სამივე თამაში მოიგო, ხოლო ქარიმ ბენზემას ანგარიშზე უკვე 4 გოლია. სამივე ტურში გაიტანა გარეთ ბეილმა.

რეალმა მეორე ტაიმის პირველ 15 წუთში სამი გოლი გაიტანა

საინტერესო ფაქტები

► გარეთ ბეილს (რეალი) ბოლო 7 ტურია, რაც ყოველ მატჩში გოლი გააქვს.

► ქარიმ ბენზემა ლა ლიგაში 33 კლუბს დაუპირისპირდა და ყველას გაუტანა (131 გოლი). 

რეალი 4:1 ლეგანესი

სერხიო რამოსი, ლუკა მოდრიჩი და კეილორ ნავასი უეფას პრიზებით

გოლები: 1:0 ბეილი (17), კარილიო (24-პენ), 2:1 ბენზემა (50), 3:1 ბენზემა (61), 4:1 სერხიო რამოსი (66-პენ)

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (62. ისკო), კაზემირო, კროოსი - ბეილი (85. ლ. ვასკესი), ბენზემა, ასენსიო (78. სებალიოსი) 

კომენტარები

ბოლო ამბები