Thumbnail
  •  სიტი 2:1 ნიუკასლი 
  • კაილ უოკერის პირველი გოლი სიტის მაისურით

ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურში მანჩესტერ სიტიმ ნიუკასლ იუნაიტედს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ახლა პეპ გვარდიოლას გუნდი ლიდერებს, ლივერპულსა და ჩელსის (12-12 ქულა) კვალში უდგას - სიტის 10 ქულა აქვს.

მე-8 წუთზე რაჰიმ სტერლინგმა შესანიშნავად იმოქმედა და ანგარიში გახსნა. მაგრამ 30-ე წუთზე რონდონის პასით იედლინმა გაათანაბრა. 

სიტის კაილ უოკერმა შორეული დარტყმით მოაგებინა. ეს მეორე ტაიმის დასაწყისში მოხდა, მეტი გოლი აღარ გასულა. რაფა ბენიტესის ნიუკასლს 4 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს.

ანგარიში რაჰიმ სტერლინგმა გახსნა

საინტერესო ფაქტები

► კაილ უოკერმა მანჩესტერ სიტის მაისურით პირველი გოლი გაიტანა (52 თამაში).

►დეანდრე იედლინი (ნიუკასლი) პირველი ამერიკელია, ვინც პრემიერლიგაში 2014 წლის მერე გოლი გაიტანა.

► ბენჟამენ მენდიმ სიტის პირველ 4 თამაშში 4 საგოლე პასი მიითვალა. კლუბში ასეთი სტარტი მხოლოდ დავიდ სილვას (2015) და სამირ ნასრის ჰქონდათ (2011).

► ბოლო 22 თამაშია, რაც პრემიერლიგაში სიტის ნიუკასლთან არ წაუგია. 

სიტი 2:1 ნიუკასლი

გოლები: 1:0 სტერლინგი (8), 1:1 იედლინი (30), 2:1 უოკერი (52)

სიტი (4-1-3-2): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, ლაპორტი, მენდი - ფერნანდინიო - მაჰრეზი (76. გიუნდოგანი), დ. სილვა (89. კომპანი), სტერლინგი - აგუერო, გაბრიელ ჟეზუში (60. ბ. სილვა)  

კომენტარები

ბოლო ამბები