Thumbnail
  • კარლო ანჩელოტის ეროვნულ ნაკრებში არასდროს უმუშავია
  • ხორვატები იტალიელს მოკლევადიან კონტრაქტს სთავაზობენ
  • ანჩელოტი ბაიერნიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს იტალიური სპორტული პრესა, რომლის მიხედვითაც ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მწვრთნელობას კარლო ანჩელოტის სთავაზობს.

მას შემდეგ, რაც 58 წლის სპეციალისტი მიუნხენის ბაიერნიდან გაათავისუფლეს, არაერთი წინადადება მიიღო, თუმცა თითოეულ მათგანზე უარი თქვა - კარლოს თქმით, მას დასვენება სჭირდება და სამწვრთნელო საქმიანობას მომდევნო სეზონიდან განაახლებს.

მიუხედავად ამისა, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ ანჩელოტი მათ შეთავაზებას დათანხმდება და 9-თვიან ხელშეკრულებას გააფორმებს. ხორვატები ანჩელოტის მოკლევადიან თანამშრომლობას სთავაზობენ, მუნდიალის შემდეგ კი მწვრთნელი არჩევანში თავისუფალი იქნება.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ხორვატიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ჯერ არ მოუპოვებია. ნოემბრის შუა რიცხვებში მათ პლეი ოფის მატჩები ელოდებათ და ურთიერთობის გარკვევა საბერძნეთთან მოუწევთ.

კომენტარები

ბოლო ამბები