Thumbnail
  • სელტა 2:0 ატლეტიკო
  • ატლეტიკოს პირველი მარცხი ახალ სეზონში

ესპანეთის ლა ლიგის მე-3 ტურში ვიგოში დიდი სენსაცია დაფიქსირდა, სელტამ მადრიდის ატლეტიკო 2:0 დაამარცხა. ეს იყო დიეგო სიმეონეს გუნდის პირველი მარცხი სეზონში.

მესამე ტურის წინ - ცხელი დერბები და მესი დებიუტანტის წინააღმდეგ

ორივე გოლი მე-2 ტაიმში გავიდა, ჯერ ტაიმის პირველივე წუთზე ფილიპე ლუიშისა და გოდინის შეცდომით მასპინძლებმა ისარგებლეს - მაქსი გომესმა ახლო მანძილიდან გაიტანა, 52-ე წუთზე კი იაგო ასპასმა თავით გაუტანა ობლაკს. ატლეტიკომ 10 კაცით დაასრულა მატჩი. 70-ე წუთზე სტეფან სავიჩმა წითელი ბარათი მიიღო. 

სიმეონემ ამ თამაშში სკამზე დასვა საერთო ჯამში 115 მილიონი ევროს ღირებულების ფეხბურთელები (ლუკა ერნანდესი, როდრი, მარტინში).

სელტა 2:0 ატლეტიკო

გოლები: 1:0 მ. გომესი (46), 2:0 ასპასი (52)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხ. ხიმენესი (68. არიასი), სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ა. კორეა (56. კალინიჩი), თომასი (56. ლემარი), საულ ნიგესი, კოკე - დიეგო კოშტა, გრიზმანი

გაძევება: სავიჩი (70)

კომენტარები

ბოლო ამბები