Thumbnail

დი მარიამ კუთხურიდან შეაგდო, მბაპემ გაიტანა და გააგდეს - პსჟ-მ ძლივს მოიგო

  • ნიმი 2:4 პსჟ
  • გოლები: 0:1 ნეიმარი (36'), 0:2 დი მარია (40'), 1:2 ბობიშონი (63'), 2:2 სავანიე (71' პენ.), 2:3 მბაპე, 2:4 კავანი (90+2)
  • გაძევება: მბაპე (90+4), სავანიე (90+5)

საფრანგეთის ჩემპიონი მეოთხე ტურში ლიგა 1-ის ახალწვეულ ნიმს ესტუმრა და კინაღამ ქულები დაკარგა. არადა, პსჟ კომფორტული ორბურთიანი უპირატესობით ჯერ კიდევ პირველ ტაიმში დაწინაურდა, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლებს გათანაბრების შესაძლებლობა მისცა და შედეგად, პარიზელებს თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდათ.

დრამატულ შეხვედრაში გულშემატკივარმა ექვსი გოლის გარდა, კიდევ ორი გაძევებაც იხილა - კომპენსირებულ დროში წაკინკლავების გამო, წითელი ბარათები პსჟ-ში კილიან მბაპემ მიიღო, ნიმში კი - ტეჟი სავანიემ.

ანგარიში კი პარიზელთა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა გახსნა. თომას მონიესა და კილიან მბაპეს კომბინაციის შემდეგ, ნეიმარმა ვარდნაში შეაგდო.

ბრაზილიელმა ლიგა 1-ის ოთხივე შეხვედრაში შეაგდო

ცოტა ხნის შემდეგ კი უკვე პარიზელთა არგენტინელმა ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ დადგა შოუ - პირდაპირ კუთხურიდან ჩაუხვია ბურთი პოლ ბერნარდონის.

ფაქტია, პარი სენ-ჟერმენის ახალი თავკაცი თომას ტუხელი ანხელს ძირითადის ფეხბურთელად განიხილავს და არც ცდება. არგენტინელმა ლიგა 1-ის ყველა მატჩი სასტარტოში დაიწყო და მწვრთნელს უმართლებს - პირველ სამ შეხვედრაში საგოლე პასებით გამოირჩა, ამჯერად კი უკვე თავადაც გაიტანა და თან, როგორ?!

ლიგა 1-ში ბოლოს კუთხურიდან 2016 წლის აპრილში, ლიონი-აიაჩოს მატჩში რაშიდ გეზალს გაუტანია.

შესვენების შემდეგ სხვაობა ანტონენ ბობიშონმა, სადა ტიუბის პასის შემდეგ, ძლიერი დარტყმით შეამცირა. პარიზელთა მეკარე ალფონს არეოლას, რომელიც ზედიზედ მეორე შეხვედრაა, ჯიჯი ბუფონს სათადარიგოთა სკამიდან აყურებინებს თამაშს, იმ ეპიზოდში ნახტომი დაუგვიანდა.

მბაპემ გაიტანაც მოასწრო, საგოლე პასის გაკეთებაც და ჩხუბიც

არეოლა მეორედ უკვე ტეჟი სავანეს ვერ გაუმკლავდა, ოღონდ, ამჯერად გოლი 11-მეტრიანიდან გაუშვა.   

პსჟ ქულების დაკარგვას კილიან მბაპემ გადაარჩინა. 19 წლის ფეხბურთელს გრძელი პასი პრესნელ კიმპემბემ თავის ნახევრიდან გაუკეთა. მბაპემ ერთი შეხებით დაამუშავა ბურთი, მეორე შეხებით კი პირდაპირ კარში გაუშვა. 

მბაპემ გული არც ედინსონ კავანის დაწყვიტა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ზურგსუკან გაკეთებული პასით შეატოვა ურუგვაელი მეკარეს. კავანის გატანა არ გასჭირვებია.

კავანის ანგარიშზე ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ორ მატჩში ორი გოლია

კილიანი ამის შემდეგაც მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც მასპინძელთა ნახევარმცველისგან უხეშობა ვერ აიტანა და გაიწია. მბაპეს ხელის კვრის შემდეგ სავანიე ძირს დავარდა, არბიტრმა კი ორივე ფეხბურთელი წითელი ბარათით დააშოშმინა.

პარიზელები ნიმში მოპოვებული მძიმე გამარჯვების წყალობით, ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილის სათავეში რჩებიან - 12 ქულით. მომდევნო შეხვედრას კი თომას ტუხელის გუნდი ჩემპიონატში 15 სექტემბერს, შინ სენტ ეტიენთან ჩაატარებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება საფრანგეთის ჩემპიონატის ბობმარდირი?

  • ედინსონ კავანი
  • ნეიმარი
  • კილიან მბაპე
  • მარიანო დიაზი
  • ფალკაო
  • მემფის დეპაი
  • ნაბილ ფეკირი
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები