Thumbnail

ორი ქართველი US OPEN-ის მერვედფინალში! - ბასილაშვილს კალაშნიკოვა არ ჩამორჩა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კალაშნიკოვა და ჰიბანო წინ მიიწევენ
  • გაიმეორებს ოქსანა ახალგაზრდულ US OPEN-ზე მიღწეულს?

ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს ორი ქართველი ჩოგბურთელი - თუ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამას ვაჟთა ერთეულთა ბადეში მიაღწია, ოქსანა კალაშნიკოვამ (67 წყვილებში) ქალთა წყვილებში იყოჩაღა.

ბასილაშვილი V ნადალი - ნიკას რეკორდი, ჰონორარი და ქულები US OPEN-ზე

ბასილაშვილი ისტორიას წერს - კარიერაში პირველად დიდი სლემის მერვედფინალში!

ოქსანა იაპონელ ნაო ჰიბანოსთან (122) ერთად თამაშობს. მეორე წრეში ქართულ-იაპონური დუეტი ჰოლანდიელი კიკი ბერტენსისა (13) და შვედი იოჰანა ლარსონის (82) დუეტს გადაეყარა. ბერტენსი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა შორისაა ერთეულებშიც. ბერტენსისა და ლარსონის დუეტი მე-9 ნომრად იყო განთესილი, მაგრამ ოქსანამ და ნაომ მას საათ-ნახევარში მოუგო - 7:6 ((7:3), 6:4. 

მე-2 წრეში გამარჯვების შემდეგ

2 სექტემბერს მერვედფინალში კალაშნიკოვა და ჰიბანო დალილა იაკუპოვიჩსა (91. სერბეთი) და ირინა ხრომაჩევას (149. რუსეთი) ხვდება). 

"დიდი სლემის" ტურნირების მესამე წრეში თბილისელი ჩოგბურთელი ავსტრალიაშიც (2016) გასულა და როლან გაროსზეც (2013). ამერიკის ღია პირველობაზე კი ეს მან პირველად შეძლო. 

სხვათა შორის ოქსანას ამერიკის ღია პირველობაზე ახალგაზრდულ ასპარეზზე წარმატებით უთამაშია - 2007 წელს იგი ერთეულთა ნახევარფინალში გავიდა (სიმონა ჰალეპი ჰყავს დამარცხებული), წყვილებში კი სულაც ფინალში გავიდა.  

კომენტარები

ბოლო ამბები