Thumbnail
  • 31 აგვისტოს ესპანეთში სატრანსფერო სეზონი დაიხურა
  • ლა ლიგის კლუბები საბოლოოდ დაკომპლექტდნენ. 
რონალდოს მემკვიდრე - 7 ნომერს რეალში ახალი მფლობელი ჰყავს

31 აგვისტოს ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. ბოლო დღეს რამდენიმე ტრანსფერი განხორციელდა და გუნდებიც საბოლოოდ დაკომპლექტდნენ. ტრანსფერების დიდი ნაწილი იჯარებია, თუმცა იყო ხმაურიანი გარიგებებიც.

აღარაფერს ვიტყვით მარიანო დიასის ტრანსფერზე, რომელიც ოფიციალურად სწორედ 31 აგვისტოს გაფორმდა. მარიანო კრიშტიანო რონალდოს 7-ნომრიან მაისურს მოირგებს.

31-ში დასრულდა საგა გონსალო გედეშთან დაკავშირებით. ამ ფეხბურთელმა შარშან ვალენსიაში გაიბრწყინა, თუმცა შემდეგ მუნდიალი ჩააგდო. გედეში პსჟ-ს საკუთრებაა და ვალენსიას მისი გამოსყიდვა სურდა. საბოლოოდ "ღამურებმა" ეს მოახერხეს კიდევაც. პარიზელები მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებენ. გედეშმა 2024 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება და მისი გამოსასყიდი თანხა ამიერიდან 300 მილიონი ევროა.

ვალენსიამ მიზანს მაინც მიაღწია

პსჟ-მ კიდევ ერთი ვარსკვლავი გადაულოცა ლა ლიგას - ჯოვანი ლო სელსოს გასულ სეზონში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა პარიზულ კლუბში, თუმცა ტუხელი იმავეს ვერ პირდებოდა და არგენტინელიც ბეტისში იჯარით გადაბარგდა. 

სევილიამ სპარტაკიდან ჰოლანდიელი ქვინსი პრომესი შეიძინა. პრომესმა რუსეთის ჩემპიონატის ბოლო 5 სეზონში 10 და მეტი გოლი გაიტანა (თითოეულში). სევილიას ეს სიამოვნება სულ 20 მილიონი ევრო დაუჯდა.

მარიანო დიასის დაბრუნებით, რეალში ბორხა მაიორალისთვის ადგილი არ დარჩა და ის ლევანტეში იჯარით გაუშვეს. 

31 აგვისტოს ტრანსფერები ლა ლიგაში

ალექს ალეგრია 

ბეტისი - რაიო ვალეკანო (იჯარა)

სტოლე დიმიტრიევსკი

ხიმნასტიკი - რაიო ვალეკანო (იჯ)

დარკო ბრაშანაცი

ბეტისი - ალავესი (იჯ)

ჯოვანი ლო სელსო

პსჟ - ბეტისი (იჯ)

ჯიანელი იმბულა 

სტოკი - რაიო ვალეკანო (იჯ)

კრისტოფორო 

ფიორენტინა - ხეტაფე (იჯ)

საბინ მერინო

ბილბაო - ლეგანესი (იჯ)

რესიო

მალაგა - ლეგანესი 

ხოაკინ მორენო

ალმერია - ვალიადოლიდი

ბორხა მაიორალი

რეალი - ლევანტე (იჯ)

მარკ კუკურელა 

ბარსელონა B - ეიბარი (იჯ)

ქვინსი პრომესი

სპარტაკი - სევილია 

ბებე

ეიბარი - რაიო ვალეკანო

დუგლას ლუისი

სიტი - ჟირონა (იჯ)

სანდრო რამირესი

ევერტონი - რეალ სოსიედადი (იჯ)

რობერტო როსალესი

მალაგა - ესპანიოლი (იჯ)

გონსალო გედეში 

პსჟ - ვალენსია

იოელი

ეიბარი - ვალიადოლიდი (იჯ)

ალექს გალვესი

ეიბარი - რაიო ვალეკანო (თავ. აგენტი)

მარიანო დიასი

ლიონი - რეალი

სეიდუ დუმბია

სპორტინგი - ჟირონა

კომენტარები

ბოლო ამბები