Thumbnail

ფორმულა 1 | მერსედესში ნერვიულობენ, მონცაზე ფავორიტი ფეტელია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იტალიის გრანპრის ფავორიტი სებასტიან ფეტელია
  • ფერარის მონცაზეც ახალი სუპერძრავის იმედი აქვს

ფორმულა 1-ის სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. სებასტიან ფეტელისა და ლუის ჰემილტონის დუელი უფრო და უფრო იძაბება. ბელგიის გრან პრის შემდეგ, რომელიც ფერარის გერმანელმა პილოტმა ტრიუმფით მოიგო, მერსედესის ბანაკში სერიოზულად ანერვიულდნენ, რადგან იტალიური ბოლიდი აშკარად უფრო სწრაფი იყო. რბოლის დასრულების შემდეგ, ჰემილტონი დიდხანს ათვალიერებდა ფეტელის მანქანას - ვერ იჯერებდა, რომ სებას ვერაფრით დაეწია.

კვირას მორიგი რბოლაა, რომელიც “ფერარის” “სახლში”, მონცაზე გაიმართება და ფეტელს ისევ თავისი ახალი სუპერძრავის იმედი აქვს!

“მონცაზე ფერარის მართვა ისეთი რამ არის, რასაც ვერაფერს შევადარებ,” - აცხადებს რბოლის წინ გერმანელი, რომელიც სპა-ზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ შესანიშნავ ხასიათზეა, რადგან დარწმუნდა, რომ აქვს შანსი, საერთო ჩათვლაში ჰემილტონს აჯობოს. მეტიც: ფეტელი მონცაზე ფავორიტადაა მიჩნეული!

ბელგიის გრან პრის შემდეგ ჰემილტონმაც აღიარა, რომ ახლა ყველაზე სწრაფი ბოლიდი ფეტელს ჰყავს და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მონცა მაქსიმალური სისწრაფის ტრასაა (მაქსიმალური გაზის წილი 75 პროცენტი), ფერარის ახალი “ვუნდერ-მოტორის” გამო სკუდერიას ფავორიტობა ლოგიკურია.

სპა-ზე ფერარი მნიშვნელოვნად სწრაფი იყო

ბელგიის გრან პრის შემდეგ, ფეტელი ჰემილტონს 17 ქულით ჩამორჩება და გამორიცხული არც ისაა, რომ გერმანელს კვირას გალიდერების შანსი მიეცეს. თუმცა სება ეიფორიაში არ არის: “ჩვენ დიდი უპირატესობა სულაც არ გვაქვს. ბევრი ფიქრობს, რომ ასეა, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. მონცაზე, რა თქმა უნდა, გამარჯვებას ვგეგმავ!” - განაცხადა ფეტელმა.

შაბათი: 14:00 მე-3 ვარჯიში, 17:00 კვალიფიკაცია

კვირა: 17:10 რბოლა

გამოკითხვა

ვინ გახდება F1-ის ჩემპიონი?

  • ლუის ჰემილტონი
  • სებასტიან ფეტელი

კომენტარები

ბოლო ამბები