Thumbnail

დიდი 10 | აიამ სეზონი არმიასთან მოგებით გახსნა

  • არმია 14:57 აია
  • ქუთაისელებმა მეტოქეს რვა ლელო დაუდეს

დიდი 10-ის ახალი სეზონის პირველი მატჩი ავჭალაში გაიმართა, სადაც არმიამ აიას უმასპინძლა. წინა წლის ვიცე-ჩემპიონებმა შეხვედრა მარტივად მოიგეს. ბექა ყურაშვილის გუნდმა პირველი ტაიმი 50:0 მოიგო. საბოლოოდ კი მეტოქეს რვა ლელო დაუდო. მასპინძლებმა მეორე ტაიმში ორი ლელოს დადება მოახერხეს.

არმიას ახალი მწვრთნელი ჰყავს - ლევან ცაბაძე. ფინანსური პრობლემების შემდეგ, კლუბის მთავარი მიზანი დიდ 10-ში ადგილის შენარჩუნება იქნება. აიამ მატჩი 57:14 მოიგო და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ქუთაისელები ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგნენ, სავარაუდოდ, პირველი ტურის დასრულების შემდეგ აია ისევ ცხრილის სათავეში იქნება.

ლელოები

აია: სალდაძე, მანაგაძე 2, წიკლაური, აბრამიძე 2, წივწივაძე, ერემეიშვილი
არმია: მასხარაშვილი 2

თედო აბჟანდაძე - 7 გარდასახვა და ერთი ჯარიმა - 17 ქულა

კომენტარები

ბოლო ამბები