Thumbnail

კახა კალაძე: გვერდში ვუდგავართ გურამს და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • გურამ კაშიას თემას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა

თანასწორობის მიმართ მხარდაჭერისთვის გურამ კაშიამ უეფასგან Equal Game-ის ჯილდო მიიღო. ამ ფაქტის გარშემო დიდი აჟიოტაჟია და თემას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. ვეტერანმა ფეხბურთელმა მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“გურამთან დაკავშირებით არაერთხელ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თქვენ იცით, რომ რომელ ქვეყანაშიც თამაშობდა გურამი, იმ ქვეყანაში მოხდა პოზიციის დაფიქსირება, იმ ფორმით, რა ფორმითაც მან ეს გააკეთა.

თუმცა ის, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუსმენთ და ვუყურებთ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მიუღებელია ამ ფორმით ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეურაცხყოფის მიყენება. ყველა, ვისაც სპორტი გვიყვარს, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება გაგვიხარდება, ყველა ადამიანი ვუდგავართ გურამს გვერდით და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში”.

კომენტარები

ბოლო ამბები