Thumbnail
  • როჯერ ფედერერმა უპრობლემოდ მოიგო
  • ნოვაკ ჯოკოვიჩმა ცოტათი მეტი იბრძოლა

დიდი სლემის ტურნირების რეკორსდსმენი როჯერ ფედერერი ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში სეტის წაუგებლად გავიდა. 37 წლის შვეიცარიელმა, რომელმაც 2004-დან 2008 წლის ჩათვლით US Open 5-ჯერ მოიგო, ფრანგი ბენუა პერი სამ სეტში, 7:5, 6:4, 6:4 დაამარცხა. მსოფლიოს მეორე ჩოგანი ფედერერი 1/16 ფინალში ავსტრალიელ ნიკ კირიოსს შეხვდება.

ოდნავ უფრო რთული ბრძოლა გადაიტანა უიმბლდონის გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელსაც მესამე წრეში გასასვლელად 4 სეტი დასჭირდა. სერბმა ამერიკელი ტენის სანდგრენი 6:1, 6:3, 6:7 (2:7), 6:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ფრანგ რიშარ გასკეს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში 26-ე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები