Thumbnail

ოთარ გიორგაძე V ბიარიცი | პირველი ქართული ლელო PRO D2-ის ახალ სეზონში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბიარიცი 33:33 ბრივი
  • პირველი ქართული ლელო მესამე ტურში

PRO D2-ის 2018-2019 წლების სეზონის პირველი ქართული ლელო მესამე ტურში დაიდო. თავი ოთარ გიორგაძემ გამოიჩნა, რომელმაც მესამე ტურის გახსნით შეხვედრაში ბიარიცს დაუდო ლელო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბემ მე-19 წუთზე დაამიწა ბურთი მასპინძელთა ჩათვლის მოედანში. მიუხედავად იმისა, რომ ბიარიცმა პირველი ტაიმის მოგება მოახერხა, მეორე ნახევარში ანგარიში ვეღარ შეინარჩუნა და მატჩი ფრედ 33:33 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებში ვახტან ახობაძე 54-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. ბრივის ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს თამაში ოთარ გიორგაძემ და ლუკა გოგინავამ. პირველი 50-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ 64-ე წუთისთვის მინდორზე დაბრუნება მოუწია. გოგინავამ პირველი ტაიმი ითამაშა სრულად.

ბრივს 3 ტურში 6 ქულა აქვს და მე-8 ადგილს იკავებს - ბიარიცი 7 ქულით მეოთხე ადგილზეა.

ოთია გიორგაძის ლელო

ოთია გიორგაძის ლელო ბიარიცთან ფრედ (33-33) დასრულებულ შეხვედრაში

Posted by რაგბი 15/Rugby XV on ხუთშაბათი, 30 აგვისტო, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები