Thumbnail
  • ნიკოლოზ ხატიაშვილი სანვულვზის შემდეგ PRO D2-ში წავიდა
  • ქართველ მორაგბეს ანგულემში ორი თანამემამულე დახვდება

ნიკოლოზ ხატიაშვილი სუპერ რაგბიდან წამოსვლის შემდეგ დიდი 10-ის კლუბს, არმაზს შეუერთდა და საქართველოს ჩემპიონატში თამაშს აპირებდა. ქართველი ბურჯის დამატება PRO D2-ში მოასპარეზე ანგულემმა გადაწყვიტა, რომლის ღირსებასაც გიორგი ნეფარიძე და შალვა სუთიაშვილი იცავენ, რის შემდეგაც ხატიაშვილმა არმაზი დატოვა და ანგულემში გადავიდა. ფრანგებმა ხატიაშვილი უკვე წარადგინეს.

ანგულემმა PRO D2-ში პირველი ორი მატჩი დათმო, მაგრამ ორივე შეხვედრაში მოახერხა პრემიალური ქულის აღება. ფრანგული კლუბის მიზანი TOP 14-ში გადასვლელი პლეი ოფის საგზურის მოპოვება იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები