Thumbnail

ზამთრის თასი 2018: იტალიელი და ესპანელი ვარსკვლავები თბილისში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ზამთრის თასი 12 იანვარს დაიწყება და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება
  • სფფ-ის საახალწლო საჩუქარი გულშემატკივრებს

2018 წლის 12 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ზამთრის თასი აიღებს სტარტს. ტურნირმა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უკეთებს ორგანიზებას, ტრადიციული სახე მიიღო. სფფ-ს განმარტებით, ტურნირი 3 დღეს გაგრძელდება, მიზანი კი ჩემპიონატებს შორის შესვენების გამრავალფეროვნება, ფეხბურთის პოპულარიზაცია და გულშემატკივრებისთვის საახალწლო საჩუქრის გაკეთებაა.

წინა წელთან შედარებით, გაიზრდება ტურნირში მონაწილე გუნდების რაოდენობა; ზამთრის თასს ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის 16 გუნდი გაითამაშებს; ტურნირი ასევე ჩატარდება 14-წლამდე გუნდებს შორის, რომელშიც 12 რეგიონული ნაკრები, სფფ-ს აკადემიის გუნდი და თბილისის ელიტ-ლიგის სამი პრიზიორი: დინამო, საბურთალო და ლოკომოტივი მიიღებენ მონაწილეობას. 

ვეტერან ვარსკვლავთა ტურნირში იტალიის და ესპანეთის ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას 

საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა 2017 წლის ზამთრის თასი მოიგო

განსაკუთრებულად საინტერესო იქნება გათამაშება ვეტერან ვარსკვლავებს შორის. შარშანდელის მსგავსად, თბილისში უკრაინის, თურქეთის და ესპანეთის ნაკრებები ჩამოვლენ. სიახლეა ვეტერანთა ტურნირში იტალიის ნაკრების მონაწილეობა. ბუნებრივია, ტურნირში საქართველოს ვეტერანთა ნაკრებიც ითამაშებს. ზამთრის თასზე ტრადიციულად უეფას გუნდიც მიიღებს მონაწილეობას, რომლის შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავი იქნება, მათ შორის რუმინელი კრისტიან კივუ, სლოვენიელი მილენკო აჩიმოვიჩი და სერბი დეიან სტანკოვიჩი.

კომენტარები

ბოლო ამბები